ციფრული მარკეტინგი3 წთ საკითხავიგანახლდა:
რა არის CRM?
CRM (Customer Relationship Management) არის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა. მარტივად რომ ვთქვათ: ეს არის პროგრამა, სადაც ყველა კლიენტის ინფორმაცია, კომუნიკაცია და გაყიდვის ისტორია ერთ ადგილზეა. განსხვავება Excel-ის ცხრილისგან არა ფორმატშია, არამედ იმაში, რომ CRM დროსაც ინახავს. ცხრილი გიჩვენებთ, ვინ არის კლიენტი; CRM — როდის დაგიკავშირდა, რა შესთავაზეს, ვინ ესაუბრა და რა იყო შემდეგი ნაბიჯი. სწორედ ეს ისტორია იკარგება ყველაზე ხშირად, როცა თანამშრომელი შვებულებაშია ან სამსახურს ტოვებს.რატომ სჭირდება ბიზნესს CRM?
- არ დაგავიწყდება კლიენტი — ყველა მოთხოვნა და follow-up ტრეკინგზეა
- გაყიდვების პროცესის ხილვადობა — pipeline-ში ხედავ სად დგას თითოეული deal
- გუნდის კოორდინაცია — ყველა თანამშრომელს აქვს ინფორმაციაზე წვდომა
- ანალიტიკა — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
- ავტომატიზაცია — ციფრული მარკეტინგის ავტომატიზაციის ნაწილი
პოპულარული CRM სისტემები
- HubSpot CRM — უფასო ვერსია, იდეალური სტარტაპებისთვის
- Salesforce — ინდუსტრიის ლიდერი, კორპორაციებისთვის
- Pipedrive — გაყიდვებზე ფოკუსირებული, მარტივი
- Bitrix24 — პროექტების მართვა + CRM ერთში
- რამდენად სწრაფად შეიყვანს გამყიდველი ახალ კონტაქტს — თუ ეს ერთ წუთზე მეტს იღებს, სისტემა არ დაინერგება
- რა უკავშირდება ავტომატურად — ფოსტა, ტელეფონი, საიტის ფორმა
- მონაცემების გატანა შესაძლებელია თუ არა — თუ სისტემა ბაზას არ გიბრუნებთ, გადასვლა მოგვიანებით ძვირი დაჯდება
CRM და ვებსაიტი
CRM-ის ინტეგრაცია ვებსაიტთან ნიშნავს: საკონტაქტო ფორმიდან ავტომატურად შედის ლიდი CRM-ში, ჩატის ისტორია ინახება, email მარკეტინგის კამპანიები ავტომატურად ეშვება. ინტეგრაციისას ერთი დეტალი კრიტიკულია: ლიდის წყარო უნდა ჩაიწეროს — რომელი გვერდიდან შემოვიდა განაცხადი. ამ ერთი ველის გარეშე ვერასდროს გაიგებთ, რომელი სერვისის გვერდი ან რომელი ლენდინგი მოგიტანთ კლიენტებს — და ბიუჯეტს ბრმად გაანაწილებთ.როგორ მიმდინარეობს დანერგვა
დანერგვა პროგრამის შეძენით არ იწყება. რეალური თანმიმდევრობა ასეთია:- არსებული პროცესის აღწერა — როგორ მოძრაობს ლიდი პირველი კონტაქტიდან გარიგებამდე
- ეტაპების განსაზღვრა — pipeline უნდა ასახავდეს იმას, რაც ნამდვილად ხდება, არა იდეალურ სქემას
- მონაცემების გადატანა — არსებული კონტაქტები, გაწმენდილი დუბლიკატებისგან
- ინტეგრაციები — საიტი, ფოსტა, ტელეფონი
- გუნდის სწავლება — და შეთანხმება, რომ სხვა არხით ლიდი აღარ იწერება
რატომ ჩავარდება CRM ხოლმე
CRM იშვიათად ჩავარდება ტექნიკური მიზეზით. თითქმის ყოველთვის — ადამიანური:- პარალელურად ძველი ცხრილიც რჩება — ორი წყარო ნიშნავს, რომ არცერთი არაა სანდო
- ზედმეტად ბევრი სავალდებულო ველი — გამყიდველი შევსებას გვერდს უვლის
- pipeline რეალობას არ ასახავს — ეტაპები დაწერილია, მაგრამ გარიგება მათ არ გადის
- ხელმძღვანელი სისტემას არ იყენებს — თუ ანგარიშს ცხრილიდან ითხოვს, გუნდიც იქ დაბრუნდება
როდის არის CRM-ის დანერგვის დრო?
- კლიენტებს Excel-ში ან ბლოკნოტში ინახავთ
- გუნდს ინფორმაციის გაზიარება უჭირს
- follow-up-ები ივიწყება
- არ იცით რამდენი ლიდი გაქვთ pipeline-ში
ასევე წაიკითხეთ:
- ინტერნეტ მაღაზიის შექმნა — სრული გზამკვლევი
- რა არის SMM — სოციალური მედიის გზამკვლევი
- მარკეტინგის ანალიტიკა — რომელი ციფრები ითვლება
CRM-ის არჩევიდან დანერგვამდე
პროცესის აღწერის შემდეგ შეადგინეთ აუცილებელი ფუნქციების სია, როლები და ინტეგრაციები. ცალკე დაგეგმეთ მონაცემების გადატანა და გუნდის სწავლება. სამუშაოს ეტაპები და შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია ნახეთ CRM სისტემის დანერგვის მომსახურებაში.










