ციფრული მარკეტინგი3 წთ საკითხავი
„არ გაზომე — ვერ გააუმჯობესებ." მარკეტინგის ანალიტიკა ბიზნესს საშუალებას აძლევს იცოდეს რა მუშაობს, რა არა, და სად დახარჯოს ბიუჯეტი.
პრაქტიკაში პრობლემა იშვიათად არის მონაცემების ნაკლებობა. პირიქით — ინსტრუმენტები ათასობით ციფრს გვაწვდიან და ადვილია იმის დავიწყება, რისთვისაც თავიდან ჩავრთეთ. ამიტომ ანალიტიკა სწორი კითხვით იწყება, არა სწორი ინსტრუმენტით.
ძირითადი ანალიტიკის ინსტრუმენტები
Google Analytics 4 (GA4)
- ტრაფიკის წყაროები — საიდან მოდიან ვიზიტორები
- მომხმარებლის ქცევა — რას აკეთებენ საიტზე
- კონვერსიები — ვინ ასრულებს სასურველ მოქმედებას
- უფასოა
Google Search Console
- რა ქივორდებზე ჩანხართ
- CTR, positions, impressions
- ტექნიკური პრობლემები
Meta Business Suite
- Facebook/Instagram ანალიტიკა
- Audience insights, reach, engagement
საიდან დავიწყოთ
თუ ანალიტიკა ნულიდან იწყება, თანმიმდევრობა ასეთია:- GA4 ჩართეთ და კონვერსიები განსაზღვრეთ — ფორმის გაგზავნა, ზარი, შეკვეთა (დაყენების ოფიციალური ინსტრუქცია)
- Search Console დააკავშირეთ და sitemap გაუგზავნეთ
- წყაროები მონიშნეთ — სარეკლამო და სოციალურ ბმულებს UTM პარამეტრები დაურთეთ
- ერთი თვე უბრალოდ აგროვეთ — დასკვნებს ამ ეტაპზე ნუ გააკეთებთ
ძირითადი KPI-ები
- ტრაფიკი: ვიზიტორების რაოდენობა (GA4)
- კონვერსიის მაჩვენებელი: ვიზიტორი → კლიენტი (%)
- CAC: ერთი კლიენტის მოზიდვის ღირებულება
- LTV: კლიენტის სიცოცხლის ღირებულება
- ROI: ინვესტიციის ანაზღაურება
- SEO: ორგანული ტრაფიკი, პოზიციები, Domain Authority
რას ნიშნავს ციფრები სინამდვილეში
- ტრაფიკი გაიზარდა, განაცხადები არა — მოდის არასწორი აუდიტორია, ან გვერდი ვერ არწმუნებს (იხ. კონვერსიის ოპტიმიზაცია)
- ჩვენებები ბევრია, დაკლიკება ცოტა — პოზიცია არის, მაგრამ სათაური არ იზიდავს
- კონვერსია მაღალია, მოცულობა დაბალი — გვერდი მუშაობს, უბრალოდ მას ცოტა ხედავს
- ერთი არხი ყველა კონვერსიას იღებს — შესაძლოა ატრიბუცია არასწორადაა მითითებული, არა ეს არხი იყოს ასეთი ძლიერი
ყოველთვიური ანგარიშგება
პროფესიონალური მარკეტინგული სააგენტო ყოველთვიურად გაწვდით:- ტრაფიკის მიმოხილვა (GA4)
- SEO პროგრესი (GSC, positions)
- სოციალური მედიის მეტრიკები
- რეკლამის ეფექტურობა (ROAS)
- რეკომენდაციები შემდეგი თვისთვის


