სოციალური მედიის მართვის ღირებულება ₾2000-დან იწყება და ინდივიდუალურად განისაზღვრება — თქვენი ბიზნესის საჭიროებების, პლატფორმებისა და მიზნების მიხედვით. დაგვიკავშირდით და პერსონალურ შეთავაზებას მოგიმზადებთ.
სოციალური მედიის მართვა
ვიდეო ნამუშევრები
უფასო კონსულტაცია
მოგიმზადოთ ინდივიდუალური შეთავაზება?
დატოვე საკონტაქტო მონაცემები — ჩვენი სპეციალისტი მალე დაგიკავშირდება.
შეფასებები
რას ამბობენ კლიენტები
პარტნიორები
შესრულებული პროექტები
ან უბრალოდ დაგვირეკე
+995 575 75 75 77სოციალური მედიის მართვა ბიზნესისთვის
სოციალური მედიის მართვა (SMM) აერთიანებს კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ფასიანი რეკლამის მართვას. სამუშაოს მოცულობას თქვენი ბიზნესის მიზნებსა და არჩეულ სოციალურ ქსელებს ვარგებთ.
რას მოიცავს სოციალური მედიის მართვა (SMM)?
სოციალური მედიის მართვა არის პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად სოციალურ ქსელებში ბრენდის ონლაინ პრეზენსის შექმნასა და მართვაზე. ეს არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ინტერაქტიული მიმართულება.
სტრატეგიის შემუშავება
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და იმის დაგეგმვა, თუ რა ტიპის კონტენტი და კომუნიკაცია იქნება ყველაზე ეფექტური.
კონტენტის შექმნა
საინტერესო და მიმზიდველი პოსტების, ვიდეოების (Reels) შექმნა და რეგულარულად განთავსება.
ფასიანი რეკლამის მართვა
სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია კონკრეტულ აუდიტორიაზე გასასვლელად.
აუდიტორიასთან კომუნიკაცია
კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ჩართულობის გაზრდა და ლოიალური საზოგადოების (Community) ფორმირება.

როგორ ვგეგმავთ სოციალური მედიის მართვას?
SMM მომსახურების დაწყებამდე ვაზუსტებთ თქვენს პროდუქტებს, სამიზნე აუდიტორიას და მიზანს: ცნობადობა, შეტყობინებები თუ საკონსულტაციო მოთხოვნები. ამის მიხედვით ვარჩევთ პლატფორმებსა და კონტენტის ფორმატებს.
- ვათანხმებთ კონტენტის გეგმას, პოსტებისა და ვიდეოების მოცულობას, გამოქვეყნების სიხშირეს და დამტკიცების პროცესს.
- Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამისთვის ცალკე ვსაზღვრავთ მიზანსა და სარეკლამო ბიუჯეტს.
- ანგარიშში ვაფასებთ ჩართულობასა და მიღებულ მოთხოვნებს შეთანხმებული მიზნის მიხედვით; გაყიდვის შედეგს თქვენს მონაცემებთან ერთად ვამოწმებთ.
თუ კამპანიას დამატებითი მასალა სჭირდება, გაეცანით ვიდეო გადაღების მომსახურებას. ბრენდის ვიზუალური სტილის შესაქმნელად გამოგადგებათ ლოგოსა და ბრენდბუქის შექმნა.
SMM სტრატეგიის დაგეგმვის გზამკვლევები
მომსახურების შერჩევამდე წაიკითხეთ, რა არის SMM და რას მოიცავს სოციალური მედიის მართვა. მიზნების, აუდიტორიისა და კონტენტის გეგმის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენეთ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგიის გზამკვლევი. ეს დაგეხმარებათ სამუშაოს მოცულობისა და შეფასების კრიტერიუმების შეთანხმებაში.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს სოციალური მედიის მართვა და რაზეა დამოკიდებული ფასი?
საქართველოში სოციალური მედიის მართვის ღირებულება იწყება თვეში 2000 ლარიდან და ინდივიდუალურად განისაზღვრება. ფასი დამოკიდებულია:
არხების რაოდენობაზე (მაგ., მხოლოდ Facebook, თუ Facebook + Instagram + TikTok).
პოსტების სიხშირესა და კონტენტის სირთულეზე (მაგ., საჭიროა თუ არა ვიდეოების, Reels-ების შექმნა).
რეკლამის მართვის საჭიროებაზე.
მომსახურების ფასში შედის თუ არა რეკლამისთვის განკუთვნილი თანხა (Ad Spend)?
არა, როგორც წესი, არ შედის. სოციალური მედიის მენეჯერის/სააგენტოს მომსახურების საფასური არის მისი მუშაობის ანაზღაურება. თანხა, რომელსაც რეკლამაში დახარჯავთ (მაგალითად, Facebook/Instagram Ads-ში), ცალკე ბიუჯეტია, რომელსაც პირდაპირ Meta-ს უხდით პოსტების დასპონსორებისთვის.
რას მოიცავს ყველაზე საბაზისო (დაბალბიუჯეტიანი) პაკეტი?
სტანდარტულად, საბაზისო პაკეტი მოიცავს:
1 სოციალური ქსელის მართვას.
კვირაში 2 პოსტის მომზადებასა და გამოქვეყნებას.
მზა შაბლონებით მარტივი ვიზუალების შექმნას.
კომენტარებსა და შეტყობინებებზე ნაწილობრივ რეაგირებას.
რა შედეგს უნდა ველოდო პირველი თვის ბოლოს?
პირველი თვე, როგორც წესი, სტრატეგიის დაგეგმვასა და აუდიტორიის შესწავლას ეთმობა. რეალისტური მოლოდინია გაზრდილი ცნობადობა და ჩართულობა (მეტი მოწონება, კომენტარი, გაზიარება) და არა მყისიერი გაყიდვების დრამატული ზრდა. სტაბილური შედეგები, როგორც წესი, 2-3 თვიანი თანმიმდევრული მუშაობის შემდეგ დგება.
აუცილებელია თუ არა, რომ მე მოგაწოდოთ ფოტო/ვიდეო მასალა?
ეს დამოკიდებულია პაკეტსა და შეთანხმებაზე. საბაზისო პაკეტებში ხშირად დამკვეთისგან ვითხოვთ პროდუქტის/სერვისის ფოტო მასალას, რომელსაც მენეჯერი ამუშავებს. უფრო ძვირიან პაკეტებში კი შესაძლებელია შედიოდეს პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღების სერვისიც, რაც ცალკე ფასდება ან პაკეტის ღირებულებაშია გათვალისწინებული.
რამდენი წელია რაც ბაზარზე ხართ?
კომპანია 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. შესრულებული გვაქვს 500 ზე მეტი პროექტი სერვისის თითოეულ მიმართულებაში.






























