ლოგო თქვენი ბრენდის სახეა. ის პირველი რამაა, რასაც მომხმარებელი ხედავს და ასოციაციას ქმნის თქვენს კომპანიასთან. კარგად შემუშავებული ლოგო ზრდის ცნობადობას, გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და აყალიბებს ნდობას.

ლოგოს შექმნა
უფასო კონსულტაცია
მოგიმზადოთ ინდივიდუალური შეთავაზება?
დატოვე საკონტაქტო მონაცემები — ჩვენი სპეციალისტი მალე დაგიკავშირდება.
შეფასებები
























პარტნიორები
























შესრულებული პროექტები
ან უბრალოდ დაგვირეკე
+(995) 575 75 75 77ლოგოს შექმნის ფასები
ღირებულება ინდივიდუალურად გამოითვლება — პროექტის მოცულობის, მიზნებისა და საჭიროებების მიხედვით.
დაგვიკავშირდი და უფასო კონსულტაციაზე პერსონალურ შეთავაზებას მოგიმზადებთ →ბრენდბუქისა და ლოგოს შექმნა
ლოგოს შექმნის პროცესი
პროფესიონალი დიზაინერები ლოგოს შესაქმნელად რამდენიმე ეტაპს გადიან:
ბრიფის შევსება:
ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. დიზაინერი არკვევს დამკვეთისგან ყველა საჭირო დეტალს.კვლევა და იდეების გენერაცია:
დიზაინერი იკვლევს ბაზარს, კონკურენტებს და ეძებს შთაგონებას. ამ ეტაპზე იქმნება პირველადი ჩანახატები და კონცეფციები.ლოგოს კონცეფციის შემუშავება:
საუკეთესო იდეებზე დაყრდნობით, დიზაინერი ქმნის ლოგოს რამდენიმე (ხშირად 2-3) სრულყოფილ ვარიანტს.პრეზენტაცია და უკუკავშირი:
შემუშავებული ვერსიები წარედგინება დამკვეთს. დიზაინერი ხსნის თითოეული ვარიანტის მნიშვნელობას. დამკვეთი ირჩევს ფავორიტ ვერსიას და გამოთქვამს შენიშვნებს.დახვეწა და ფინალიზაცია:
არჩეული ლოგოს საბოლოო დეტალების დამუშავება, ფერების, შრიფტების და ფორმების სრულყოფა.ფაილების მომზადება:
ლოგოს მომზადება ყველა საჭირო ფორმატში (JPEG, PNG, SVG, AI/EPS) ვებისთვის, ბეჭდვისთვის და სხვადასხვა მარკეტინგული მასალისთვის.
ლოგოს ძირითადი პრინციპები
საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს რომ ეფექტური ლოგო უნდა იყოს:
მარტივი
ადვილად აღქმადი და ცნობადი. რთული დიზაინი ძნელად დასამახსოვრებელია. (მაგალითები: Nike, Apple, McDonald's).
მორგებადი
კარგად უნდა გამოიყურებოდეს ნებისმიერ ზომასა და ზედაპირზე – ვებგვერდზე, სავიზიტო ბარათზე, ბილბორდსა თუ აპლიკაციის პატარა ხატულაზე.
დამახსოვრებადი
უნიკალური და ორიგინალური, რათა ადვილად გამოირჩეოდეს სხვებისგან.
იდეის მატარებელი
არ უნდა იყოს დამოკიდებული მოკლევადიან ტრენდებზე. კარგი ლოგო აქტუალურია ათწლეულების განმავლობაში.

ხშირად დასმული კითხვები
კონკრეტულად რას ნიშნავს „ბრენდბუქი“ და რატომ მჭირდება ის?
ბრენდბუქი არის თქვენი ბრენდის ვიზუალური „კონსტიტუცია“ – დეტალური დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ლოგო, ფერები, შრიფტები და სხვა გრაფიკული ელემენტები სწორად და თანმიმდევრულად. ის აუცილებელია, თუ გსურთ, რომ თქვენი ბრენდი ყველა პლატფორმაზე (ვებგვერდი, სოციალური მედია, სარეკლამო მასალები) პროფესიონალურად და ერთიანი სტილით გამოიყურებოდეს. ის ასევე შეუცვლელია მომავალში სხვა დიზაინერებთან ან მარკეტინგის გუნდთან მუშაობისას.
რა არის შესრულების ზუსტი ვადა? 2 კვირაზე მეტი შეიძლება გაგრძელდეს პროცესი?
ჩვენი სტანდარტული სამუშაო პროცესი დაახლოებით 2 კვირას მოიცავს. პირველ კვირაში წარმოგიდგენთ კონცეფციებს, მეორე კვირაში კი ვმუშაობთ დახვეწაზე. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან უკუკავშირის მიღება დაგვიანდება. რაც უფრო სწრაფად და დეტალურად მოგვაწვდით კომენტარებს, მით უფრო ზუსტად დავიცავთ ვადებს.
რა ფაილებს მივიღებ საბოლოოდ და შევძლებ თუ არა მათ გამოყენებას ყველგან?
დიახ, თქვენ მიიღებთ ლოგოს ყველა საჭირო ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას როგორც ციფრულ სივრცეში (ვებგვერდი, სოციალური მედია), ისე ნებისმიერ საბეჭდ მასალაზე (სავიზიტო ბარათი, ბანერი, ტანსაცმელი). საბოლოო პაკეტი აუცილებლად მოიცავს ვექტორულ (სამუშაო) ფაილებს (AI, SVG, EPS), რომლებიც ხარისხის დაკარგვის გარეშე დიდდება და პატარავდება.
რა მოხდება, თუ პირველ კვირაში გამოგზავნილი 2 საცდელი ვარიანტიდან არცერთი არ მომეწონება?
ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ლოგოს შექმნას ვიწყებთ თქვენი ბრენდის სიღრმისეული შესწავლით (ფასეულობები, კონკურენტები, აუდიტორია). შესაბამისად, პირველი ორი ვარიანტი უკვე სტრატეგიულად გამართული და თქვენს ბიზნესზე მორგებული იქნება. თუმცა, პროცესის მეორე კვირა მთლიანად ეთმობა დახვეწას. თქვენ ირჩევთ ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც უფრო ახლოსაა თქვენს ხედვასთან, და ჩვენ მასზე ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ თქვენს ყველა კომენტარს და ვცვლით დეტალებს საბოლოო, იდეალური შედეგის მიღებამდე.
რამდენი წელია რაც ბაზარზე ხართ?
კომპანია უკვე11 წელია ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. შესრულებული გვაქვს 500 ზე მეტი პროექტი სერვისის თითოეულ მიმარტულებაში.
შესაძლებელია საიტის დამზადება უფასოდ?
მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ჯგუფი რეკომენდაციას გაგიწევთ სხვადასხვა პლატფორმებზე, რომელიც თქვენს ინტერესს დააკმაყოფილებს
















