infinity solutions
თბილისის პანორამის ფონზე საცხოვრებელი კომპლექსის საილუსტრაციო ვიზუალი
ინდუსტრიები / სამშენებლო სექტორი

მარკეტინგი
სამშენებლო
სექტორისთვის

რენდერებიდან გასაღების გადაცემამდე — კონტენტი, გადაღება და რეკლამა, რომელიც თქვენს პროექტს მომავალ მყიდველთან აკავშირებს.

თბილისი, საქართველოსაილუსტრაციო AI ვიზუალი

კომპანიები, რომლებთანაც ვმუშაობთ

ვებსაიტი / თქვენი პროექტის ციფრული სივრცე

ფუნქციური საიტის
დამზადება

ვამზადებთ სამშენებლო კომპანიებისა და საცხოვრებელი პროექტების ვებსაიტებს — სადაც ვიზიტორი მარტივად პოულობს მისთვის საინტერესო ბინას და გიკავშირდებათ.

  • კორპუსისა და სართულის ინტერაქტიული არჩევა
  • ბინების გეგმარებები, ფართობები და სტატუსები
  • კონსულტაციის მოთხოვნა და CRM-თან კავშირი
ვებსაიტის დამზადება სქროლით დაიწყეთ — დანარჩენ სართულებს დემო თავად გაივლის.
საცხოვრებელი კორპუსის რენდერი, სართულის ინტერაქტიული არჩევის მაგალითი
სართული07 / 07
აირჩიეთ სართული — გახსენით გეგმა · AI რენდერი

ნამუშევრები

01 / ერთიანი მიდგომასტრატეგია → კონტენტი → მოთხოვნა

კორპუსს თქვენ აშენებთ.
ინტერესს — ერთად.

მყიდველი ბინას ერთ დღეში არ ირჩევს. ამიტომ თითოეულ ეტაპზე ვაჩვენებთ იმას, რაც მის გადაწყვეტილებას სჭირდება — პირველი შთაბეჭდილებიდან ბინის დათვალიერებამდე.

01
ცნობადობა

რენდერს მიღმა — პროექტის ისტორია

თქვენი რენდერებიდან ვქმნით პოსტებს, კარუსელებსა და Reels-ს. ვაჩვენებთ გეგმარებას, მეტრაჟს, გარემოსა და იმას, რაც თქვენს პროექტს გამოარჩევს.

სოციალური მედია
02
ნდობა

მშენებლობის ცოცხალი ქრონიკა

რეგულარული გადაღება ადგილზე: პროგრესი, გუნდი, მასალები და შესრულებული სამუშაო. მყიდველი ხედავს, როგორ იქცევა დაპირება რეალობად.

ვიდეო გადაღება
03
ლოკაცია

მეტი პერსპექტივა. გადაღება დრონით.

კორპუსი ზემოდან, მისასვლელი გზები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ერთი წერტილიდან გადაღებული კადრები დროთა განმავლობაში პროგრესსაც აჩვენებს.

გადაღების დაგეგმვა
04
გადაწყვეტილება

სივრცე, რომელშიც ცხოვრება წარმოუდგენიათ

დასრულებული ბინის ვიდეოტური, ინტერიერის ფოტოები და კონკრეტული გეგმარების ჩვენება — მყიდველს გადაწყვეტილებისთვის საჭირო დეტალები.

ინტერიერის კონტენტი
05
გაყიდვა

ინტერესიდან რეალურ მოთხოვნამდე

Meta და Google Ads, რემარკეტინგი და მოთხოვნების აღრიცხვა. ყოველთვიურ ანგარიშში ვარჩევთ ნახვებს, კლიკებსა და მიღებულ ლიდებს.

ციფრული სერვისები
მწვანე რაკეტის ანიმაციური ვიზუალი
სანამ შენ
ფიქრობ
ილონ
მასკი

უფასო კონსულტაცია

გააკეთე სწორი არჩევანი

დატოვე საკონტაქტო მონაცემები — ჩვენი სპეციალისტი მალე დაგიკავშირდება.

03 / პირველი 30 დღემკაფიო პროცესი. ერთი გუნდი.

პირველი თვე.
კონკრეტული ნაბიჯები.

პირველ ნახევარში ვსწავლობთ პროექტს და ვგეგმავთ. მეორე ნახევარში ვამზადებთ კონტენტს და ვიწყებთ კამპანიას — შეთანხმებული მოცულობითა და მასალების მზადყოფნის მიხედვით.

01—15

ვიკვლევთ და ვგეგმავთ

  1. ბრიფი და პროექტის შესწავლა
  2. რენდერებისა და მასალის აუდიტი
  3. კონკურენტი დეველოპერების ანალიზი
  4. სამიზნე მყიდველის განსაზღვრა
  5. პლატფორმებისა და საიტის აუდიტი
16—30

ვქმნით და ვუშვებთ

  1. კონტენტკალენდარი
  2. პირველი პოსტები რენდერებიდან
  3. პირველი გადაღება ადგილზე
  4. დრონით გადაღება
  5. პირველი კამპანია და Pixel-ის გამართვა
  6. ანგარიშის შაბლონი და შემდეგი ნაბიჯები

30-ე დღის სამიზნე შედეგი

კონტენტკალენდარი, პირველი ფოტოები და ვიდეო, გაშვებული კამპანია და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმა.

04 / თანამშრომლობათქვენი პროექტის ეტაპის მიხედვით

ერთი პროექტი.
შესაფერისი მხარდაჭერა.

დასაწყისისთვის

პროექტის გაშვება

პროექტული

  • ბრენდინგი და ლენდინგი
  • რენდერებიდან პირველი კონტენტი
  • საწყისი სარეკლამო კამპანია
მოვამზადოთ შეთავაზება
აქტიური გაყიდვებისთვის

გაყიდვების კამპანია

ყოველთვიური

  • ლიდები Meta-სა და Google Ads-იდან
  • Pixel და რემარკეტინგი
  • WhatsApp-თან კავშირი
მოვამზადოთ შეთავაზება

ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად — პროექტის ეტაპის, გადაღებების სიხშირისა და სამუშაოს მოცულობის მიხედვით. სარეკლამო ბიუჯეტს ცალკე ვათანხმებთ.

05 / ხშირად დასმული კითხვები

დავაზუსტოთ დეტალები.

თუ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა?

მუშაობა შეგვიძლია არსებული რენდერებით, გეგმარებებითა და პროექტის ინფორმაციით დავიწყოთ. პირველ ეტაპზე განვსაზღვრავთ პოზიციონირებას და მოვამზადებთ საწყის კონტენტს.

რენდერების შექმნაც შედის მომსახურებაში?

ამ შეთავაზების საფუძველი თქვენი არსებული რენდერების კონტენტში გამოყენებაა. ახალი არქიტექტურული რენდერების საჭიროებასა და მოცულობას ცალკე განვიხილავთ.

როგორ იზომება კამპანიის შედეგი?

ერთმანეთისგან ვმიჯნავთ ნახვებს, კლიკებსა და მიღებულ მოთხოვნებს. CRM-ის არსებობისას შეგვიძლია მოთხოვნების შემდგომი ეტაპებიც დავაკავშიროთ, რათა რეკლამიდან გაყიდვამდე გზა უკეთ გამოჩნდეს.

ვინ ამტკიცებს კონტენტსა და ბიუჯეტს?

გამოქვეყნებამდე თქვენთან ვათანხმებთ კონტენტკალენდარს, მასალებსა და სარეკლამო ბიუჯეტს. გადაღების გრაფიკიც ობიექტის მზადყოფნისა და დაშვების მიხედვით იგეგმება.

WhatsApp