
21 საუკუნეში მობილური მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა სერვისებისა და ბიზნესების პოტენციური მომხმარებლები გამუდმებით იყენებენ სმარტფონებს, რათა იპოვონ ესა თუ ის პროდუქტი და შეთავაზება, შესაბამისად უაღესად მნიშვნელოვანია Mobile Friendly საიტების შექმნა და განვითარება. (https://www.statista.com/)
სარჩევი
რა არის Mobile Friendly საიტი?
ეს არის პატფორმა, რომლის მეშვეობთაც შესაძლებელი ხდება თქვენი საიტის და შესაბამისად, პროდუქციის ისე გამოჩენა მობილურ ხელსაწყოებში, რომ ვიზუალური მხარე იყოს მისაღები და მაქსიმალურად მარტივად ხილვადი. შესაბამისად მომხმარებლებიც სწორად აღიქვამენ არსებულ პროდუქტს.
როდესაც საიტი Mobile Friendly-ა ის:
ავტომატურად მოერგება ნებისმიერი ეკრანის ზომას;
ჩაიტვირთება სწრაფად (მობილურ მომხარებლებს არ უყვართ ლოდინი);
ტექსტი იქნება წაკითხვადი და ავტომატურად მოერგება თავისი ზომებით ეკრანს;
მენიუები და ღლაკები იქნება მომხმარებლებისთვის კომფორტულად და ადვილად მისაწვდომი.
რატომ არის Mobile Friendly საიტი მნიშნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის?
ის აუმჯობესებს მოხმარებლის გამოცდილებას (user experience), შესაბამისად მომხმარებელი დიდხანს რჩება საიტზე და იზრდება კონვერსიები (https://www.thinkwithgoogle.com/) . გუგლიც თავის მხრივ უპირატესობას ანიჭებს მობილურ-მეგობრულ საიტებს და ისინი უფრო უკეთეს ადგილს დაიკავებენ საძიებო სისტემებში (SEO). თვენი ბიზნესი იქნება უფრო მეტად ხილვადი და მოიზიდავს მეტ მომხმარებელს. ასევე, მომხმარებლები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გამართულ საიტს და ეს ზრდის თქვენი ბიზნესის მიმართ ნდობის ფაქტორსაც და მის რეპუტაციასაც ამაღლებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე კვლევები აჩვენებს, წლიდან წლამდე საოცრად იზრდება მობილურით მოწყობილობებით განხორცელებული შესყიდვების რაოდენობა (https://www.statista.com/), რაც აუცილებლად გასათალისიწნებელია.
რა უნდა გავითვალისწინოთ Mobile Friendly საიტის შექმნისას?
უმჯობესი იქნება, თუკი საიტის შემნისას გამოიყენებთ სანდო პლატფორმებს, ხშირად შეამოწმებთ ჩვენი საიტის სიჩქარესა და მუდამ შეეცდებით შეინარჩუნოთ ხარისხიანი კონტენტი. ამისათვის დრო და რესურსები არ უნდა დავიშუროთ. ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია საიტის მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციონალი.
მობილურზე გამართული ვებსაიტი მომხმარებელს ეხმარება კონტენტის წაკითხვაში, ნავიგაციასა და ფორმების შევსებაში. ის ასევე მნიშვნელოვანია SEO ოპტიმიზაციისთვის, თუმცა თავისთავად არ იძლევა გაყიდვების ან კონკრეტული პოზიციის გარანტიას.
თუ გჭირდებათ პროფესიონალური საიტის დამზადება">საიტის დამზადება, Infinity-ს გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ.









