საიტის დამზადება2 წთ საკითხავი

ვებსაიტის შექმნისას ბიზნესის მფლობელები ხშირად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას. ისინი ახალ პლატფორმას დიდი კომპიუტერის ეკრანზე აფასებენ. მოსწონთ ლამაზი ბანერები, ფართო მენიუ და ეფექტები, თუმცა ავიწყდებათ, რომ საქართველოში რეალური ტრაფიკის 70-80% მობილურ მოწყობილობებზე მოდის.
დღეს თანამედროვე საიტის დამზადება ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ თქვენ, რეალურად, ორ სხვადასხვა პლატფორმას ქმნით და მათგან პატარა ეკრანი გაცილებით პრიორიტეტულია.
თუ მომხმარებელი სმარტფონით შემოსვლისას დისკომფორტს იგრძნობს, ის უბრალოდ დატოვებს გვერდს. სწორედ ამიტომ, მობილური ვერსია ცალკე, დამოუკიდებელ საიტივით უნდა დამუშავდეს.
რა არის Mobile-First მიდგომა?
წარსულში დიზაინერები ჯერ დესკტოპ ვერსიას ქმნიდნენ, შემდეგ კი მას მობილურ ეკრანზე დასატევად ამოკლებდნენ. დღეს ეს მიდგომა მოძველდა. პროფესიონალური საიტის დამზადება ეფუძნება Mobile-First პრინციპს კოდის წერა, სტრუქტურის დაგეგმვა და დიზაინის აწყობა პირველ რიგში სმარტფონებისთვის ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ფართოვდება დიდი ეკრანებისთვის. როდესაც პროცესი მობილური ეკრანის მინიმალისტური სივრციდან იწყება, აქცენტი კეთდება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე. შედეგად, იზოგება მომხმარებლის დრო, ნავიგაცია ხდება მარტივი და შესყიდვის ან რეგისტრაციის პროცესი საგრძნობლად მოკლდება.ტიპური შეცდომები, რომლებიც მობილურ ტრაფიკს კლავს
ინტერნეტში ხშირად შეხვდებით პლატფორმებს, რომლებიც კომპიუტერში იდეალურად მუშაობს, მაგრამ ტელეფონში გამოუსადეგარია. აი, ძირითადი შეცდომები, რასაც არასწორად დაგეგმილი საიტის დამზადება იწვევს:- მძიმე სურათები და გრაფიკა: დესკტოპისთვის განკუთვნილი მაღალი რეზოლუციის ფოტოები მობილურ ინტერნეტზე (განსაკუთრებით შენობებში ან ტრანსპორტში გადაადგილებისას) ძალიან ნელა იტვირთება.
- „მიკროსკოპული“ ელემენტები: პატარა ღილაკები და ტექსტები, რომლებსაც მომხმარებელი თითს ფიზიკურად ვერ აჭერს ან შეცდომით გვერდითა ბმულებზე ეჭირება. მობილურზე ყოველი ქმედების ღილაკი ცერა თითის ზომაზე უნდა იყოს გათვლილი.








