fbpx

რა არის ნეირომარკეტინგი (Neuromarketing) და რატომ მიმართავენ ბიზნესები მას?

ციფრულ სამყაროში მომხმარებელთა ქცევის გაგება და გაანალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ნეირომარკეტინგი გვჭირდება. დღეს ტრადიციული მარკეტინგული სტრატეგიები უკვე აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოთ. სწორედ აქ ჩნდება ნეირომარკეტინგი – ინოვაციური მიდგომა, რომელიც მარკეტინგს ნეირომეცნიერებასთან აერთიანებს იმის გასაგებად, თუ როგორ იღებენ მომხმარებლები შესყიდვის გადაწყვეტილებას.

რა არის ნეირომარკეტინგი (Neuromarketing) და რატომ მიმართავენ ბიზნესები მას?

რა არის ნეირომარკეტინგი?

ნეირომარკეტინგი არის კვლევა იმისა, თუ როგორ რეაგირებს ტვინი მარკეტინგულ სტრატეგიებზე, მათ შორის რეკლამებზე, შეფუთვებზე, ბრენდირებაზე და ციფრულ კონტენტზე. ის აერთიანებს ნეირომეცნიერებას, ფსიქოლოგიას და ქცევით ეკონომიკას, რათა შეძლოს მომხმარებლების ქცევის გაანალიზება. ამ გზით ბიზნესს შეუძლია განსაზღვროს როგორი რეაქცია აქვს აუდიტორიას კონკრეტულ კამპანიებსა და მიდგომებზე, რაც მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად და მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

ტრადიციული გამოკითხვებისა და ფოკუს ჯგუფებისგან განსხვავებით, რომლებიც ეყრდნობიან მონაცემებს, ნეირომარკეტინგი უფრო ღრმად იკვლევს ქვეცნობიერ გონებას და იძლევა ემოციურ შედეგებს, რომლებსაც ხშირად თავად მომხმარებლებიც კი ვერ აცნობიერებენ.

რატომ არის ნეირომარკეტინგი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი?

ნეირომარკეტინგისადმი მზარდი ინტერესი გამომდინარეობს მისი უნარიდან, უზრუნველყოს მონაცემების საფუძველზე გამოკვლეული მოხმარებლის ქცევა. არის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც კომპანიები ამ ინოვაციურ მიდგომას მიმართავენ:

მომხმარებელთა ემოციებისა და სურვილების გაგება

ემოციები გადამწყვეტ როლს თამაშობს მაშინ, როდესაც ადამიანი კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენაზე ფიქრობს. ნეირომარკეტინგი საშუალებას აძლევს ბიზნესს დაადგინოს რეკლამის, პროდუქტის ან ვებსაიტის რომელი ნაწილი იწვევს დადებით ემოციებს, რაც თავისთავად ზრდის შესყიდვის ალბათობას. ემოციური ტრიგერების კარგად გაგებით, ბიზნესს შეუძლია შექმნას სტრატეგიები, რომლებიც კარგად ეხმიანება სამიზნე აუდიტორიას.

რეკლამის ეფექტურობის გაზრდა

ტრადიციული A/B ტესტირება იძლევა საკმაოდ სასარგებლო მონაცემებს, მაგრამ ნეირომარკეტინგი ამ მონაცემებს ამყარებს ტვინის აქტივობის ანალიზით. ამ გზით მარკეტერებს შეუძლიათ განსაზღვრონ კონკრეტულად რომელი რეკლამა გამოიმუშავებს ყველაზე ძლიერ ემოციებს ადამიანებში და, შესაბამისად, პრიორიტეტი ამ სახის რეკლამებს მიანიჭონ. ამ გზით შესაძლებელია მომხმარებლებისთვის უფრო საინტერესო შინაარსის რეკლამების გაშვება, რაც ზრდის მათ ეფექტურობას.

ვებსაიტის და UX დიზაინის ოპტიმიზაცია

კარგად სტრუქტურირებული ვებსაიტი გადამწყვეტია მომხმარებლის ჩართულობისთვის. ნეირომარკეტინგის სტრატეგიები, როგორიცაა მაგალითად თვალის მოძრაობის გაანალიზება, გვაჩვენებს თუ როგორ მოძრაობენ მომხმარებლები ვებსაიტზე, რომელი ელემენტები იპყრობს მათ ყურადღებას და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ბიზნესს ეხმარება შექმნას უფრო მოსახერხებელი სივრცე, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

პროდუქტის შეფუთვისა და ბრენდინგის გაუმჯობესება

შეფუთვა იმაზე მეტად ახდენს გავლენას მომხმარებლების არჩევანზე, ვიდრე ეს ბიზნესს წარმოუდგენია. ნეირომარკეტინგულმა კვლევებმა აჩვენებს, რომ გარკვეული ფერები და დიზაინი კონკრეტულ ემოციებს აღძრავენ. ბიზნესს შეუძლია ეს მონაცემები გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას უკეთესი შეფუთვა და ბრენდინგი, რომელიც გამოიწვევს მომხმარებლების დაინტერესებას და გაყიდვების გაზრდას.

ROI-ის გაზრდა

ნეირომარკეტინგის და მასზე დაყრდნობილი მონაცემების საფუძველზე ბიზნესს შეუძლია თავიდან აიცილოს შეცდომები და ინვესტიცია მოახდინოს ისეთ სტრატეგიებში, რომლებიც დადასტურებულად მუშაობს. ასეთი მიზანმიმართული მიდგომა ამცირებს ბიუჯეტის გაფლანგვის რისკებს და ზრდის ROI-ს მაჩვენებელს.

ერთგული მომხმარებლების შეძენა

ნეირომარკეტინგი ეხმარება ბრენდებს მომხმარებლების ფსიქოლოგიის გაანალიზებაში. იმის გარკვევით, თუ რა ხდის მომხმარებელს ბრენდისადმი მიჯაჭვულს, შესაძლებელია უფრო პერსონალიზებული გამოცდილების შექმნა, რათა გაძლიერდეს ემოციური კავშირები და ბრენდმა აუდიტორია რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.

ნეირომარკეტინგის ყველაზე ცნობილი მაგალითები

რამდენიმე გლობალურმა ბრენდმა საკმაოდ წარმატებულად დანერგა ნეირომარკეტინგის ეფექტური მეთოდები გაყიდვების გასაძლიერებლად:

„კოკა-კოლა“ „პეპსის“ წინააღმდეგ: ნეირომარკეტინგის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების ტვინი უფრო დადებითად რეაგირებდა „კოკა-კოლას“ ბრენდინგზე, მაშინაც კი, როდესაც ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ პეპსის გემოს ბრმა გემოვნების ტესტებში. ამ გზით „კოკა-კოლამ“ შეძლო ბრენდინგის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ბაზარზე დაწინაურება.

Netflix-ის პერსონალიზებული ეკრანი: ნეირომარკეტინგი ბრენდს დაეხმარა რომ გაეგო როგორი სტილისა და ჟანრის ფილმებს ანიჭებდა უპირატესობას ადამიანი, ამ გზით განსაზღვრა ბანერებზე გამოტანილი ფილმების ფერები, დიზაინი და სხვა მახასიათებლები.

Amazon-ის ერთი დაწკაპუნებით შესყიდვის ღილაკი: ნეირომარკეტინგის კვლევამ აჩვენა, რომ გადახდის პროცესის გამარტივება ძალიან ეხმარება ბიზნესს გაყიდვების გაზრდაში. სწორედ ამიტომ, Amazon-მა დაამატა ერთი დაწკაპუნებით შესყიდვის ფუნქცია, რათა გაეუმჯობესებინა მომხმარებელთა გამოცდილება და შეძენის პროცესი ბევრად უფრო კომფორტული გამხდარიყო.

ასე რომ, ნეირომარკეტინგი ეფექტურად ცვლის ბიზნესის მიდგომას მარკეტინგისადმი. იმის გაგებით, თუ როგორ ფიქრობენ და რას გრძნობენ მომხმარებლები, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ბევრად უფრო ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც გარანტირებულად იმუშავებენ და გამოიწვევენ მომხმარებლების მაღალ ჩართულობას, გაყიდვების გაზრდასა და ერთგული მომხმარებლების შეძენას. თანამედროვე ციფრულ სამყაროში ნეირომარკეტინგისადმი მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ხოლო ბიზნესებს, რომლებიც ითვისებენ მის პრინციპებს, ექმნებათ საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობა მათ კონკურენტებთან მიმართებაში, რადგან გაცილებით მარტივად შეუძლიათ მომხმარებლების ემოციებზე მორგებული კამპანიებისა და რეკლამების დაგეგმვა.

უფასო კონსულტაციისათვის დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო
სოციალური მედიის მართვა
ბლოგი
ბიზნეს სიახლეები
Shopping Basket