ლოგოს შექმნა - 598 14 95 96 - ბრენდბუქის დამზადება

ლოგოს შექმნა

ლოგოს შექმნა არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც აქცევს ბრენდის არსს ერთ ვიზუალურ სიმბოლოდ. ის აერთიანებს მხატვრულობას სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს კომპანიის ღირებულებების, იდენტობისა და გზავნილის ერთი შეხედვით გადმოცემას. წარმატებული ლოგო არა მხოლოდ იპყრობს თვალს, არამედ ასახავს ბრენდის ავთენტურობას და სანდოობას, ხელს უწყობს აღიარებას და ნდობას. 

თქვენი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ლოგოს შექმნას

ლოგოს შექმნა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე 

ვადები იწყება ორი კვირიდან, საიდანაც პირველ კვირას იგზავნება 2 საცდელი ვარიანტი, ხოლო მომდევნო კვირაში მიმდინარეობს მისი დახვეწა და საბოლოო ვიზუალის მიცემა. 

სერვისი მოიცავს

  • ●  ლოგოს შექმნა 
  • ●  ლოგოს განახლება, ფერის შერჩევა
  • ●  ლოგოსთვის ფონტის შერჩევა 
  • ●  შემოწმება სხვადასხვა ფერის ბექგრაუნდზე
  • ●  საბეჭდი მასალისთვის მომზადება 

სერვისი მოიცავს

  • ●  ლოგოს შექმნა, განახლება, ფონტის შერჩევა
  • ●  ორნამენტის შექმნა
  • ●  პატერნის მოზადება
  • ●  შემოწმება სხვადსხვა ფერის ბექგრაუნდზე
  • ●  საბეჭდი მასალისთვის მომზადება
  • ●  სავიზიტო ბარათის დიზაინის შემუშავება 

სერვისი მოიცავს

  • ●  ლოგოს შექმნა, განახლება, ფონტის შერჩევა
  • ●  ორნამენტის და პატერნის მომზადება
  • ●  საბეჭდი მასალისთვის მომზადება
  • ●  ბრენდბუქის შემუშავება
  • ●  ბრენდბუქი ელექტრონულად და დასაბეჭდათ 
  • ●  სხვადასხვა მასალაზე დასაბეჭდათ მომზადება 
04-1
Facebook
LinkedIn
თვალი ადევნე სიახლეებს

ლოგო - (ძვ. ბერძნ. ) ნიშნავს სიტყვას, აზრს, პრინციპს, მეტყველებას. გამოიყენებოდა როგორც ფილოსოფოსებში, ასევე თეოლოგებში.
ბერძენი ფილოსოფოსი - ჰერაკლიტე იყო პირველი, ვინც გამოიყენა სიტყვა „ლოგოსი“ რაციონალური ღვთაებრივი ინტელექტის აღსანიშნავად,რომელიც სამეცნიერო დისკურსში ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „ღვთის გონება“.

ლოგოს კონცეფცია ათასობით წელია, რაც არსებობს. მაგ: ადრეული ადამიანების გამოქვაბულების პრიმიტიული ნახატები, სიმბოლოები, რომლებსაც კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. ასევე გვხვდება ლიტერატურაში, სადაც ნათლად არის აღწერილი თითოეულის მოტივები. მაგ: House Stark and House Lannister.

ლოგო - გრაფიკული ფიგურა/ნახატი, რომელსაც დართული აქვს სასურველი ფონტით დაწერილი კომპანიის/ბრენდის სახელი, ანუ, გრაფიკული ნამუშევრისა და სიტყვების შეთანხმება კონკრეტული პროდუქტის იდენტიფიცირებისთვის.

ლოგოს მიზანია - სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიისა და მისი იდეის მიტანა.

პიროვნებისთვის ან ბიზნესისთვის გამოსახულების, ლოგოს ან ბრენდის დიზაინის შექმნა შეიძლება წარმოუდგენლად რთული იყოს.

გრაფიკული დიზაინერის ამოცანაა შექმნას ისეთი რამ, რაც საოცრად გამოიყურება და მიიპყრობს ხალხის ყურადღებას, მაგრამ ასევე ასახავს იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი ან კომპანია. გრაფიკული დიზაინერის სამუშაოს დიდი ნაწილია მათი კლიენტისა და იმის გაგება, რისი გადმოცემაც სურთ რაიმეს დიზაინის დაწყებამდე.

ასე რომ, ლოგოს შექმნა გრაფიკული დიზაინერის მისიაა? მოკლე პასუხი არის - დიახ!
დიზაინერები ასევე ქმნიან სურათებს, გრაფიკასა და განლაგებას რეკლამებისთვის, ბროშურებისთვის, ჟურნალებისთვისა და ვებსაიტებისთვის. ისინი იყენებენ ფერს, ტიპს, ფოტოგრაფიას, ილუსტრაციასა და ანიმაციას, რათა შექმნან ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინი, რომელიც ხალხს შეტყობინებას გაუგზავნის.

თუ დახმარება გჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის ლოგოს ან სხვა გრაფიკული დიზაინის ელემენტების შექმნაში, მიმართეთ პროფესიონალ გრაფიკულ დიზაინერს. ის შეძლებს თქვენთან ერთად იმუშაოს თქვენი ბრენდის არსის გასაგებად და შეიმუშაოს დიზაინი, რომელიც კარგად, სრული სიზუსტით წარმოაჩენს მის მნიშვნელობასა და არსს.

ლოგოს დამზადება ბრენდისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია. ის უნდა იყოს უნიკალური, განსაკუთრებული, მარტივი, თუმცა ამავდროულად გენიალური.

ვიზუალი, ფერები, ფონტი, ბრენდის მთავარი მესიჯის წარმოჩენა - ეს ის დეტალებია, რომლებიც კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია.  
გრაფიკული დიზაინის მამად აღიარებულმა პოლ რენდმა ერთხელ თქვა : „ლოგო არ იყიდება, ის იდენტიფიცირებს!“ ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოგო არის კომპანიის/ბრენდის სული. კარგმა ლოგომ უნდა გაავრცელოს ეს სული ყველა მარკეტიგულ არხში.

თუმცა, იდენტიფიცირების გარდა, ის ბევრად მეტს აკეთებს. დეტალურად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა.

პირველი შთაბეჭდილება - „არასდროს გექნება მეორე შანსი, რომ მოახდინო პირველი შთაბეჭდილება.“ ლოგო შესანიშნავი გზაა, რომ მიიპყროს სამიზნე აუდიტორიის ყურადღება და გააჩინოს მათი ინტერესი.

გამორჩევა ყველა სხვა კომპანიისგან - დაუვიწყარი ლოგო უნდა იყოს იმდენად განსხვავებული, რომ მისი სტილიც კი გამოირჩეოდეს მომხმარებლის გონებაში.

ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება - სურვილი, რომ გქონდეთ მკაფიო და შეკრული სახე, რომელიც წარმოადგენს თქვენი ბრენდის მნიშვნელობას აღიქმება, როგორც იდენტობა. შექმნილი ლოგო უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და შეესაბამებოდეს საერთო ხედვას.

ბრენდის ცნობადობის ხელშეწყობა - რაც უფრო იზრდება ბრენდი,  იზრდება ლოგოც, რომელი უფრო ცნობადი ხდება ხალხისთვის. მაგალითად, ზოგიერთი პოდკასტის ლოგოს ამოცნობა - ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ძლიერ ლოგოს, გამოიწვიოს ძლიერი ასოციაციები მომხმარებელში. ეს ხელს უწყობს ერთგულებისა და ნდობის გაზრდას.

ფერი - ლოგოსთვის ფერის/ფერების არჩევა ძალიან რთული პროცესია, რომელიც კვლევას და დაფიქრებას მოითხოვს. ლოგოს ფსიქოლოგიის გაგება დაგეხმარებათ აღიაროთ მისი გაგება ბრენდის აღქმაზე და მიაწოდოთ აუდიტორიას, თუ რას წარმოადგენს ის.

ზოგადი წესია, რომ ლოგოში გამოიყენოთ არა უმეტეს 3 ფერისა.

სურათი - ლოგოებში გრაფიკა შეიძლება იყოს როგორც მარტივი, ასევე რთული, დეკორატიული ან ფუნქციური, თავისუფალი ან ტექსტთან კომბინირებული. სურათები უნდა იყოს თავად პროდუქტის ან ბიზნესთან დაკავშირებული ხარისხის წარმომჩენი.

ტიპოგრაფია - ტიპოგრაფია ეხება თქვენი ლოგოს ტექსტში გამოყენებული შრიფტის სტილს, გარეგნობასა და სტრუქტურას. აქ კრეატივი ძალიან დიდ როლს თამაშობს. აუცილებელის სტილის სწორად შერჩევა, რომელიც ბრენდთან ახლოს იქნება.

სლოგანი - სლოგანი, ჩვეულებრივ, მოთავსებულია ლოგოს ქვეშ ან მის გარშემო და არის მარტივი წინადადება. ეს წარმოაჩენს იმას, თუ რას აკეთებს ბრენდი და რას წარმოადგენს ის.

მართალია, ყველა ლოგოს არ სჭირდება სლოგანი, თუმცა მას ნამდვილად შეუძლია გავლენა მოახდინოს, დაეხმაროს ბრენდის გზავნილის გავრელებას და გაზარდოს ცნობადობა.

ვებსაიტები - თქვენი ლოგო თქვენს საიტზე გეხმარებათ ბრენდის იდენტიფიცირებაში. ის უნდა იყოს ხილული და ცნობადი მომხმარებლისთვის.

სავიზიტო ბარათები - სავიზიტო ბარათი უნდა იყოს დასამახსოვრებელი, რაც პოტენციურ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახოს ის ფიზიკურად. ლოგოს გამოხატვა ამ ბარათზე კი ხელს უწყობს მეხსიერებაში ღრმად აღბეჭდვას.

პროდუქტები, შეკვეთა - დიდი თუ პატარა, ლოგო თქვენი პროდუქტის აღიარების გასაღებია.  ეს ასევე შესანიშნავი გზაა ნდობის შესაქმნელად.

მომხმარებელთა კომუნიკაცია - თქვენი ლოგო უნდა გამოჩნდეს თქვენს მომხმარებელთან ნებისმიერი სახით და იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი.

სოცალური მედია - ლოგოს არსებობა სოციალურ მედიის არხებზე ხელს უწყობს მის ცნობადობას. ვინაიდან გაზიარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, აუცილებელია თითოეული პოსტი იყოს ბრენდირებული. 

კარგია ლოგო, თუ ის არის : მარტივი, დასამახსოვრებელი, მრავალმხრივი, შესაბამისი.


მარტივი -  კარგი ლოგო უნდა იყოს მარტივი და გასაგები. „ყველაფერი გენიალური მარტივია!“

დასამახსოვრებელი - კარგი ლოგო უნდა იყოს გამორჩეული კონკურენტისგან. დიზაინის მიზანია, რომ იყოს მარტივად ამოსაცნობი და დასამახსოვრებელი.

მრავალმხრივი - კარგი ლოგო უნდა იყოს მასშტაბირებადი ნებისმიერ ზომაში, ზემოქმედების დაკარგვის გარეშე.

შესაბამისი - ლოგო უნდა იყოს შესაბამისი თქვენი ბრენდისთვისა და სამიზნე აუდიტორიისთვის. უნდა ასახავდეს ბრენდის ღირებულებებს, პიროვნებას და უნდა მიმართოს მომხმარებელს.

ლოგოტიპები - შედგება კომპანიის სახელისგან, დაწერილი გარკვეული შრიფტით.

Letterforms - ერთასოიანი ლოგოები, რომლებიც მოიცავს კომპანიის სახელის პირველ ასოს. მსგავსი ლოგოები კარგი არჩევანია ბრენდებისთვის, რომლებიც მეტწილად ცნობილები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხისთვის შესაძლოა რთული იყოს დამახსოვრება.

მაგ: Facebook, McDonald’s, Netflix, Pinterest…

 

 მონოგრამის ლოგოები - ტიპოგრაფიული ლოგოები, რომლებიც შედგენილია ბრენდის ინიციალებით. ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით მოთხოვნადია გრძელი სახელების მქონე ბრენდებისთვის, რათა უფრო მარტივად დასამახსოვრებლები გახდნენ.

მაგ: HBO, NASA, CNN, Louis Vuitton…

 

ბრენდის ნიშნები/გამოსახულებები - გრაფიკული ნახატები, სიმბოლოები ან გამოსახულებები, რომლებიც ასახავს ბრენდის იდენტურობას.

მაგ: CocaCola, Subway, eBay.

აბსტრაქტული ლოგოს ნიშნები - გამოსახულებაზე დაფუძნებული ლოგოები, რომლებიც იყენებენ აბსტრაქტულ ფორმებს კომპანიის ბრენდინგის ასახვისთვის. ფერწერული ნიშნებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ ობიექტს, აბსტრაქტული ლლოგოს ნიშნები უფრო მეტაფორულია.

მაგ: Airbnb, Chanel, Nike, Google Drive, Adidas, Pepsi

თილისმები - თილისმის ლოგოები შედგება ილუსტრირებული პერსონაჟებისგან, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ვიზუალური წარმომადგენლობა.

მაგ: Michelin Man by Michelin, Colonel Sanders by KFC, Cap’n Crunch, Tony the Tiger by Kellogg’s, MR. Peanut by Planters…

ემბლემები - ასევე ცნობილი, როგორც სამკერდე ლოგოები. ამ ტიპის ლოგო განსაკუთრებით პოპულარულია უნივერსიტეტებში, სკოლებში, სპორტულ გუნდებში და ა.შ.

მაგ: Starbucks, Warner Brothers, Manchester United…

კომბინირებული ნიშნები  - ამ ტიპის ლოგო პირდაპირ აერთიანებს გამოსახულებას სიტყვებთან. ცნობილია თითქმის ყველა ინდუსტრიის ბრენდებში, რადგან საკმაოდ მრავალმხრივია. კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ არც ისე ცნობილნი არიან, კომბინირებული ნიშნები ბრწყინვალე საწყისი წერტილია, რომელიც დაეხმარებათ ბრენდის აღიარებაში.

მაგ: Taco Bell, Toblerone, Dove, NBC…

მომხმარებელთა მომსახურება - თავაზიანი, კომპეტენტური თანამშრომლები, რომლებიც სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებენ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

პროდუქტი/სერვისი, რომელიც ზუსტად აკმაყოფილებს მოთხოვნებს - თქვენს იდეებზე/სურვილებზე მორგებული მომსახურება.

გამორჩეული კომპანია ინდუსტრიაში - ძლიერი, შემდგარი ბრენდი, დაკომპლექტებული პროფესიონალი თანამშრომლებით. თავდაჯერებულობა - ეს არის წარმატების გასაღები.

საუკეთესო ფასი -  ზოგჯერ, ხალხს ეშლება ‘’საუკეთესო ფასი’’ – ‘’დაბალ ფასში’’.  ამ უკანასკნელს ბევრი მომხმარებელი ეძებს. თუმცა, იმ ბაზრიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ის, რისკენაც უნდა მიისწრაფოდეთ ფასების თვალსაზრისით, არის საუკეთესო ფასი იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც აწვდით.

შესაბამისად, Infinity Solutions გთავაზობთ ხარისხის შესაბამის ფასს!

რეპუტაცია - მომხმარებლები, რომლებთან თანამშრომლობის გამოცდილება და ამის საფუძველზე მათი ნდობა უმთავრესი ფაქტორია ნებისმიერ ყიდვის გადაწყვეტილებაში.

წარმატებული წარსული განაპირობებს ნათელ მომავალს!

Shopping Basket