fbpx

Email მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესისთვის

Email მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა, რომელსაც ციფრულ მარკეტინგში ხშირად მიმართავენ. ასეთი მიდგომა ხელსაყრელია როგორც მცირე ბიზნესისთვის და Start up-ებისთვის, ასევე ბაზარზე უკვე კარგად ცნობილი ბიზნესებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ Email მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესისთვის ძალიან დიდია და ის საგრძნობლად აძლიერებს მომხმარებლების ჩართულობას, ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვების რაოდენობას. Email მარკეტინგის ასეთ წარმატებას რამდენიმე მთავარი ფაქტორი განაპირობებს.

email მარკეტინგი

პირდაპირი და პერსონალიზებული კომუნიკაცია

Email მარკეტინგი ბიზნესს საშუალებას აძლევს რომ პირდაპირ დაუკავშირდეს პოტენციურ მომხმარებელს ან სასურველ სამიზნე აუდიტორიას. სოციალური მედიისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ბრენდის შესახებ ინფორმაციას ალგორითმების დახმარებით იღებენ, Email მარკეტინგი მომხმარებლებს უშუალოდ საკუთარ ელექტრონულ ფოსტაში ხვდებათ და, შესაბამისად, გაცილებით დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტისა და სერვისის აღწერას გაეცნობიან. გარდა ამისა, Email მარკეტინგის დახმარებით საშუალება გაქვთ შეთავაზებები შეცვალოთ ადრესატის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე და შექმნათ უნიკალური შეტყობინება, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესისა და მომხმარებლის ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ეფექტური ROI მაჩვენებელი

სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ Email მარკეტინგის გამოყენებით დახარჯულ ყოველ ერთ დოლარზე ბიზნესს შეუძლია საშუალოდ 42 დოლარის გამომუშავება. ამ გზით ბიზნესს შეუძლია საგრძნობლად გააუმჯობესოს შემოსავალი და ცნობადობა. გარდა ამისა, Email მარკეტინგი საკმაოდ ბიუჯეტური გამოსავალია, რადგან შეტყობინება არ საჭიროებს რაიმეს დაბეჭდვას, გასაგზავნად საჭირო თანხებს და რაიმე სხვა დამატებით ღირებულებას. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ Email მარკეტინგი ძალიან ბიუჯეტური, თუმცა ძალიან ეფექტური მეთოდი იყოს.

აუმჯობესებს ურთიერთობას ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის

ელექტრონული ფოსტით რეგულარული კომუნიკაცია ეხმარება ბიზნესს შეინარჩუნოს კავშირი თავის მომხმარებლებთან. პერსონალიზებული შეთავაზებების გაგზავნა, პროდუქტის განახლებები ან ექსკლუზიური ფასდაკლებები ხელს უწყობს მომხმარებლის დაინტერესებას და ჩართულობას. გარდა ამისა, დღესასწაულებზე გაგზავნილი შეტყობინებები და მსგავსი სტრატეგიები მომხმარებლებს პოზიტიურ გამოცდილებას უქმნის, შედეგად კი ისინი იმახსოვრებენ თქვენს ბრენდს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმა ყოველთვის გამოიჩინოს ყურადღება მომხმარებლების მიმართ, ამაში კი კიდევ უფრო უკეთ გამოიხატება Email მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესისთვის.

ზრდის ვებსაიტებზე შემოსული ადამიანების რაოდენობას

Email მარკეტინგი ბიზნესს ეხმარება ვებსაიტზე შემოსული ადამიანების რაოდენობის ეფექტურად და ბუნებრივად გაზრდაში. ამისთვის ელექტრონულ ფოსტაში გაგზავნილ შეტყობინებაში შესაძლებელია ბლოგების, პროდუქტებისა და გვერდების ბმულების ჩართვა, რომლებიც მოუწოდებენ მომხმარებელს რომ გადავიდნენ თქვენთვის სასურველ საიტზე. გარდა ამისა, ეს წაახალისებს მომხმარებლებს რომ განახორციელონ შესყიდვები, დარეგისტრირდნენ სხვადასხვა სერვისებზე და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში, რაც საბოლოოდ გაზრდის კონვერტაციის მაჩვენებელს.

 აძლიერებს ბრენდის ცნობადობას და ავტორიტეტს

ღირებული და ინფორმაციული შინაარსის რეგულარულად გაგზავნა თქვენს ბრენდს ინდუსტრიის ექსპერტად აქცევს. Email მარკეტინგი დაგეხმარებათ ადამიანებამდე საინტერესო ბლოგების, სტატიებისა და სხვა სახის კონტენტის მიწოდებაში. ეს ყველაფერი გაამყარებს ნდობას ბიზნესსა და აუდიტორიას შორის და მომხმარებელს უბიძგებს რომ კონკურენტებისგან გამოგარჩიოთ. კარგად შეფუთული შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტისთვის შექმნილი შაბლონი, ფერები და ძლიერი შეტყობინებები ზრდის ქმნის თქვენი ბიზნესის იდენტობას, რომელსაც პოტენციური მომხმარებლები დროთა განმავლობაში იმახსოვრებენ.

ქმნის მიზნობრივ მარკეტინგს

Email მარკეტინგი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს რომ სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია და შეტყობინებების სხვადასხვა სეგმენტზე მორგება მოახერხონ. ამ გზით შესაძლებელია მომხმარებლების დემოგრაფიის, შესყიდვების ისტორიისა და ქცევის მიხედვით განცალკევება, მოგვიანებით კი განსხვავებული შეთავაზებების გაგზავნა. გარდა ამისა, შესაძლებელია აუდიტორიის პერსონალიზაცია, რაც გულისხმობს რომ შეიძლება ერთგული მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების და ფასდაკლებების მომზადება, ხოლო ახალი და პოტენციური მომხმარებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეტყობინებებისა და ოდნავ განსხვავებული ფასდაკლებების შექმნა.

ახდენს მომხმარებლების ინფორმირებას

Email მარკეტინგი ხშირად გამოიყენება როგორც ინფორმაციის წყარო, რომლის გამოყენებითაც ბიზნესი აუდიტორიას უგზავნის სხვადასხვა სახის სიახლეს, იქნება ეს ფასდაკლებები, ახალი პროდუქტები, სერვისები თუ რაიმე სხვა. როგორც წესი, უკვე არსებული მომხმარებლების შეძენა უფრო ბიუჯეტური და ეფექტურია, ვიდრე ახალი მომხმარებლების მოძიება, ხოლო ბიზნესი, რომელიც უზრუნველყოფს სიახლეების აუდიტორიამდე სწრაფად და კომფორტულად მიწოდებას, შეძლებს ერთგული მყიდველების გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნებას.

აძლიერებს მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებელს

Email მარკეტინგი თანამედროვე სამყაროში უკვე მოიცავს ინტერაქციული ხასიათის დეტალების დამატებას, როგორებიცაა გამოკითხვები, GIF-ები და სხვა. ამგვარი ელემენტები შეტყობინებას უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს ხდიან და მომხმარებლების მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მიღებული უკუკავშირით კი შეიძლება საჭირო ანალიზისა და კვლევების ჩატარება, რომლებიც გამოყენებული იქნება პროდუქტისა და სერვისის გასაუმჯობესებლად.უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობასბიზნესების უმეტესობა ფოკუსირებულია სოციალური მედიის მარკეტინგზე, თუმცა თვლიან რომ Email მარკეტინგი საკმაოდ მოძველებული სტრატეგიაა, რომელიც არც ისე კარგად მუშაობს. სწორედ ამიტომ, Email მარკეტინგის გამოყენება მოგანიჭებთ გარკვეულ უპირატესობას. როგორც წესი, ბიზნესები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ Email მარკეტინგს, პირდაპირ კავშირს ქმნიან თავიანთ მომხმარებლებთან და აქვთ მეტი კონტროლი ნებისმიერი სახის მარკეტინგულ სტრატეგიებზე.ამრიგად, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი წარმატებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რის გამოც Email მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესისთვის განუსაზღვრელია. მისი ხელმისაწვდომობა, ჩართულობის მაღალი პოტენციალი და მომხმარებელთან ძლიერი ურთიერთობების დამყარების უნარი Email მარკეტინგს ბიზნესის აუცილებელ ინსტრუმენტად აქცევს.
უფასო კონსულტაციისათვის დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო
სოციალური მედიის მართვა
ბლოგი
ბიზნეს სიახლეები
სოციალური მედიის მართვა
Shopping Basket