საიტის დამზადება

საიტის დამზადება

SEO ოპტიმიზაცია

Google Ads

უფასო კონსულტაცია

მოგიმზადოთ ინდივიდუალური შეთავაზება?

დატოვე საკონტაქტო მონაცემები — ჩვენი სპეციალისტი მალე დაგიკავშირდება.

5.0 Google Reviews2015 წლიდან500+ პროექტი5.0 Google Reviews2015 წლიდან500+ პროექტი5.0 Google Reviews2015 წლიდან500+ პროექტი5.0 Google Reviews2015 წლიდან500+ პროექტი

შეფასებები

რას ამბობენ კლიენტები

განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუნიკაციის სისწრაფე და პროფესიონალიზმი.
Tabatea
სამუშაოები შესრულდა შეთანხმებულ ვადებში, რაც პროექტის მართვის მაღალ კულტურაზე მიუთითებს.
Coridoor
აღსანიშნავია გუნდის მოქნილობა, ოპერატიული რეაგირება და თანამშრომლობის გამჭვირვალე პროცესი.
ღირსეული სიბერე
შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ და სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას
ALCO OUTLET
ორგანიზებული, დახვეწილი, გემოვნებიანი, პრაქტიკული
Mr. CREDIT
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი გუნდის მიერ მუშაობითა და კომუნიკაციით
LTD Locks

პარტნიორები

ან უბრალოდ დაგვირეკე

+995 575 75 75 77

საიტის დამზადება კოდით — თქვენს ბიზნესზე მორგებული სისტემები

INFINITY 2015 წლიდან ქმნის ვებსაიტებს. WordPress-ზე შესრულებული გვაქვს 500-ზე მეტი პროექტი და ვმუშაობთ ინდივიდუალურ კოდზეც: React, Next.js, TypeScript, JavaScript, Node.js, PHP და PostgreSQL მონაცემთა ბაზა. ტექნოლოგიას თქვენი პროექტის ამოცანის მიხედვით ვარჩევთ.

React · Next.js

ინდივიდუალური ინტერფეისები, სწრაფი ნავიგაცია და სერვერზე რენდერირებული გვერდები. ვქმნით როგორც საჯარო საიტებს, ისე მომხმარებლის კაბინეტებსა და მართვის პანელებს.

TypeScript · Node.js · PHP

ბიზნესლოგიკა და API: შეკვეთები, გადახდები, მომხმარებლების როლები, ავტორიზაცია და გარე სერვისებთან კავშირი. სერვერულ ტექნოლოგიას სისტემის საჭიროებების მიხედვით ვარჩევთ.

PostgreSQL · CRM

სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზები კლიენტების, პროდუქტების, მარაგებისა და ტრანზაქციებისთვის. ვაწყობთ მონაცემთა კავშირებს, წვდომის წესებსა და ბიზნესზე მორგებულ CRM პროცესებს.

ინდივიდუალური დიზაინის, ონლაინ მაღაზიისა და რთული სისტემის მოცულობას, ვადასა და ბიუჯეტს მოთხოვნების განხილვის შემდეგ ვათანხმებთ. WordPress-საც ვიყენებთ, როცა ის პროექტისთვის შესაფერისი გადაწყვეტაა.

მარტივი ერთგვერდიანი ლენდინგი — 500 ₾, 3 დღეში

მარტივი ერთგვერდიანი ლენდინგის გაკეთება შეგვიძლია 500 ლარად, 3 დღეში. შეთავაზება მოიცავს ერთ ენას, მზა სტრუქტურის ბრენდზე მორგებას, საკონტაქტო ფორმასა და მობილურ ვერსიას. ვადა იწყება ტექსტების, ფოტოების სრულად მიღებისა და მოცულობის დამტკიცების შემდეგ. ინდივიდუალური დიზაინი, დამატებითი გვერდები, გადახდები და CRM ამ შეთავაზებაში არ შედის; დომენისა და ჰოსტინგის პირობები დაწყებამდე ზუსტდება.

ჩვენ, INFINITY-ში გვესმის, რომ საიტის შექმნა მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. ეს არის თქვენი ბიზნეს მიზნების ციფრულ რეალობად ქცევა. ჩვენ ვქმნით ვებ-გვერდებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ სტრატეგიულად არის დაგეგმილი შედეგების მისაღწევად Google-სა და სხვა პლატფორმებზე.

საიტის დამზადების ფასი განისაზღვრება პროექტის მოცულობით — საიტის ტიპით, დიზაინით, გვერდებისა და ენების რაოდენობით, ინტეგრაციებითა და კონტენტის მომზადებით. საჭიროებების განხილვის შემდეგ მიიღებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას, სამუშაოების ჩამონათვალით, ვადებითა და ღირებულებით. მიიღე პროექტის შეფასება.

საიტის დამზადების პროცესი

ჩვენი გუნდი იყენებს გამოცდილ და დახვეწილ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ტიპისსაიტის აწყობას დროის ოპტიმალურ ვადაში. ასევე პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეფექტური და სრულად მორგებული თქვენს მოთხოვნებზე.

  • კონსულტაცია და სტრატეგიის დაგეგმვა:

    პირველ ეტაპზე, ჩვენ სიღრმისეულად ვსწავლობთ თქვენს ბიზნესს, მიზნებს, სამიზნე აუდიტორიასა და კონკურენტებს. ამ ანალიზის საფუძველზე ვქმნით პროექტის სტრატეგიულ გეგმას.
  • დიზაინი (UI/UX):

    ვქმნით უნიკალურ, თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებულ დიზაინს. ჩვენი მიზანია, რომ საიტის დიზაინი იყოს არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველი, არამედ ინტუიციური და მარტივი გამოსაყენებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან.
  • ვებ-გვერდის აწყობა (Development):

    დამტკიცებული დიზაინი გადაგვყავს კოდში. ჩვენ ვიყენებთ უახლეს, სტაბილურ ტექნოლოგიებს, რათა თქვენი ვებ საიტის დამზადება მოხდეს უმაღლესი სტანდარტებით.
  • კონტენტით შევსება:

    ვეხმარებით კლიენტებს საიტის საწყისი კონტენტით შევსებაში, ტექსტებისა და ვიზუალური მასალის სწორად განთავსებაში.
  • ტესტირება და გაშვება:

    საბოლოო გაშვებამდე, ვებ-გვერდი გადის დეტალურ ტესტირებას, რათა გამოვლინდეს და გასწორდეს აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზები.
  • ტრენინგი და გადაბარება:

    საიტის ჩაბარების შემდეგ, ჩვენ გიტარებთ ტრენინგს, რათა შეძლოთ მისი დამოუკიდებლად მართვა — დაამატოთ სიახლეები, პროდუქტები და სხვა ინფორმაცია.

რატომ არის საიტის დამზადება აუცილებელი თანამედროვე ბიზნესისთვის?

საიტის დამზადება არ არის უბრალო ტექნიკური დავალება. ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ბიზნესის მომავალში. ხარისხიანი ვებ-საიტი არის ინვესტიცია, რომელიც მრავალმხრივ სარგებელს გაძლევთ:

სანდოობა

პროფესიონალური საიტის დიზაინი და გამართული ფუნქციონალი მომხმარებელში ნდობას აჩენს და თქვენი კომპანიის სოლიდურ იმიჯს ქმნის.​

ლიდების გენერაცია

სწორად დაგეგმილი საიტი ეფექტურად იზიდავს დაინტერესებულ მომხმარებლებს და მათ თქვენს პოტენციურ კლიენტებად აქცევს.

ბაზრის გაფართოება

ვებ-გვერდი შლის გეოგრაფიულ საზღვრებს და საშუალებას გაძლევთ, თქვენი პროდუქტი ან სერვისი გაცილებით ფართო აუდიტორიას შესთავაზოთ.

24/7 გაყიდვების წარმომადგენელი

თქვენი საიტი მუდმივად ხელმისაწვდომია და პოტენციურ კლიენტებს აწვდის ინფორმაციას თქვენი კომპანიის შესახებ.

საიტის აწყობის პროცესი - სტრატეგიიდან საბოლოო გაშვებამდე.

რა შედის საიტის დამზადების ფასში?

საიტის დამზადების ფასს ვანგარიშობთ შეთანხმებული მოცულობით: გვერდების ტიპები, დიზაინი, ენები, კონტენტი და ინტეგრაციები. შეთავაზებაში ცალკე აღვწერთ სამუშაოებს, ვადებსა და ჩაბარების პირობებს.

  • დიზაინი და მობილურ ეკრანზე ადაპტირებული აწყობა;
  • კონტენტის მართვა, ფორმები და შეთანხმებული ინტეგრაციები;
  • საძიებო სისტემებისთვის საწყისი ტექნიკური გამართვა და ტესტირება;
  • შეთანხმებული კონტენტის განთავსება და საიტის გადაბარება.

დომენი, ჰოსტინგი, ფასიანი მოდულები, ტექსტების მომზადება და შემდგომი მხარდაჭერა წინასწარ უნდა განისაზღვროს: რომელი შედის პროექტში და რომელი საჭიროებს ცალკე ბიუჯეტს. წაიკითხეთ საიტის დამზადების ფასისა და ბიუჯეტის გზამკვლევი ან მოითხოვეთ ინდივიდუალური შეფასება.

რატომ WordPress-ზე საიტის დამზადება?

WordPress გამოდგება კონტენტის სამართავად, კორპორატიული საიტისა და შესაბამისი ინტეგრაციებით ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად. პლატფორმას ვარჩევთ თქვენი ფუნქციური მოთხოვნების, მართვის პროცესისა და განვითარების გეგმის მიხედვით.

Infinity-ში WordPress საიტის დამზადება მოიცავს სრულ ციკლს — კონსულტაციიდან SEO ოპტიმიზაციამდე. ჩვენთან ვებგვერდის დამზადება ნიშნავს არა მხოლოდ ლამაზ დიზაინს, არამედ სწრაფ, უსაფრთხო და Google-სთვის ოპტიმიზირებულ საიტს.

WordPress-ის უპირატესობები:

  • მარტივი მართვა — საიტის აწყობის შემდეგ კონტენტის განახლება თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ტექნიკური ცოდნის გარეშე
  • SEO-მეგობრული — WordPress ქმნის მოქნილ საფუძველს SEO ოპტიმიზაციისთვის, თუმცა საჭიროა საიტის სტრუქტურის, სიჩქარის, მეტა მონაცემების, შიდა ბმულებისა და ინდექსაციის ცალკე გამართვა.
  • მასშტაბურობა — სავიზიტო გვერდიდან სრულფასოვან ინტერნეტ მაღაზიამდე, ერთი პლატფორმა ყველა საჭიროებისთვის
  • უსაფრთხოება — რეგულარული განახლებები და მრავალი დაცვის მექანიზმი
  • ხელმისაწვდომი ფასი — საიტის გაკეთება WordPress-ზე ეკონომიურია ინდივიდუალური კოდირებისგან განსხვავებით

საიტის დამზადების ვადები

საიტის დამზადების ვადა დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე და საჭირო ფუნქციონალზე. მარტივი საინფორმაციო ან სავიზიტო ვებგვერდის შექმნა, როგორც წესი, შესაძლებელია 1-2 კვირაში, ხოლო ონლაინ მაღაზიის, კატალოგის ან უფრო კომპლექსური კორპორატიული საიტის დამზადებას მეტი დრო სჭირდება.

საშუალო ვადები:

  • Landing Page – 5-10 სამუშაო დღე
  • საინფორმაციო საიტი – 1-2 კვირა
  • კორპორატიული საიტი – 2-4 კვირა
  • ონლაინ კატალოგი – 3-5 კვირა
  • ონლაინ მაღაზია – 4-6 კვირა

ზუსტი ვადა განისაზღვრება კონსულტაციის შემდეგ, როცა უკვე ცნობილია გვერდების რაოდენობა, დიზაინის მოთხოვნები, ენები და დამატებითი ფუნქციები.

გარანტია და ტექნიკური მხარდაჭერა

საიტის დამზადების შემდეგ კლიენტს ვუტოვებთ გამართულ, მობილურზე ადაპტირებულ და სამართავად მოსახერხებელ ვებგვერდს. პროექტის დასრულების შემდეგ ვამოწმებთ საიტის მუშაობას სხვადასხვა მოწყობილობაზე, ვასწორებთ ტექნიკურ ხარვეზებს და საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით კლიენტს საიტის მართვაში.

ტექნიკური მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს:

  • მცირე ტექნიკური ხარვეზების გასწორებას
  • კონტენტის განახლების დახმარებას
  • უსაფრთხოების საბაზისო რეკომენდაციებს
  • WordPress-ის ან მოდულების განახლების კონსულტაციას
  • საიტის სიჩქარისა და ფუნქციონალის შემოწმებას
  • დამატებითი გვერდების ან ფუნქციების განვითარების რეკომენდაციებს

ჩვენი მიზანია, კლიენტმა მიიღოს არა მხოლოდ ვიზუალურად კარგი საიტი, არამედ რეალურად სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბიზნესს ნდობის, ლიდების და გაყიდვების ზრდაში.

რა ტიპის საიტებს ვქმნით?

ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ნებისმიერი სირთულის ვებ-პროექტი, თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე. საიტის ტიპების განსაზღვრა აუცილებელი ნაბიჯია, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი დროის, თანხისა და რესურსების ხარჯვა.

  • კორპორატიული საიტი:

    პროფესიონალური ვებ-გვერდი თქვენი კომპანიის სერვისების, ისტორიისა და პორტფოლიოს წარსადგენად. იდეალურია B2B სექტორისა და სერვისებზე ორიენტირებული ბიზნესისთვის.
  • ონლაინ მაღაზიის დამზადება:

    სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია პროდუქტების კატალოგით, კალათით, გადახდის სისტემების ინტეგრაციითა და შეკვეთების მართვის პანელით. ჩვენ ვზრუნავთ, რომ საიტის დამზადება მოხდეს ისე, რომ თქვენმა მომხმარებლებმა მარტივად და უსაფრთხოდ შეძლონ პროდუქციის შეძენა.
  • სავიზიტო ვებ-გვერდი (Landing Page):

    ერთგვერდიანი, ეფექტური საიტი კონკრეტული პროდუქტის, სერვისის ან სარეკლამო კამპანიის წარსადგენად. მისი მთავარი მიზანი ვიზიტორის კონკრეტული ქმედებისკენ (მაგ: რეგისტრაცია, ყიდვა) წახალისებაა.
  • ბლოგი / პორტალი:

    კონტენტზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ თქვენი დარგის ექსპერტი, მოიზიდოთ ორგანული ტრაფიკი და დაამყაროთ კავშირი აუდიტორიასთან.

როგორ შევარჩიოთ საიტის ტიპი და სამუშაოს მოცულობა?

საიტის დამზადებამდე ვაზუსტებთ, რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა: გაეცნოს მომსახურებას, გამოგიგზავნოთ მოთხოვნა თუ შეიძინოს პროდუქტი. ერთი შეთავაზებისთვის ხშირად საკმარისია ლენდინგი; რამდენიმე მომსახურების წარსადგენად საჭიროა შესაბამისი გვერდები, ხოლო ონლაინ მაღაზიას პროდუქტების, შეკვეთებისა და გადახდის მართვაც სჭირდება.

ბიუჯეტის დასაგეგმად განსაზღვრეთ გვერდების რაოდენობა, ენები, კონტენტის მომზადება და ინტეგრაციები. საიტის შექმნის შემდეგ შესაძლებელია ტექნიკური მხარდაჭერა და ადმინისტრირება. გაყიდვების პროცესებისთვის გაეცანით CRM სისტემის დანერგვას, ხოლო საძიებო ხილვადობის გასაზრდელად — SEO მომსახურებას.

საიტის დაგეგმვა: გზამკვლევები და ნამუშევრები

ბიუჯეტის განსაზღვრამდე გაეცანით ვებსაიტის ფასის განმსაზღვრელ ფაქტორებს. თუ WordPress-ს განიხილავთ, წაიკითხეთ WordPress საიტის შექმნის გზამკვლევი და შეადარეთ თქვენი პროექტის ფუნქციები პლატფორმის შესაძლებლობებს.

შესრულებული სამუშაოს მაგალითებია Paradisi — WordPress და WooCommerce ონლაინ მაღაზია და Autovend — ავტომობილების კატალოგის ვებპლატფორმა. პროექტის ტიპი, კატალოგი და ინტეგრაციები განსაზღვრავს, რომელი მიდგომა გამოგადგებათ.

ხშირად დასმული კითხვები

შესაძლებელია ლენდინგის დამზადება 3 დღეში?

მარტივი ერთგვერდიანი ლენდინგის გაკეთება შეგვიძლია 500 ლარად, 3 დღეში. შეთავაზება მოიცავს ერთ ენას, მზა სტრუქტურის ბრენდზე მორგებას, საკონტაქტო ფორმასა და მობილურ ვერსიას. ვადა იწყება ტექსტების, ფოტოების სრულად მიღებისა და მოცულობის დამტკიცების შემდეგ. ინდივიდუალური დიზაინი, დამატებითი გვერდები, გადახდები და CRM ამ შეთავაზებაში არ შედის; დომენისა და ჰოსტინგის პირობები დაწყებამდე ზუსტდება.

რა ღირს საიტის დამზადება?

მარტივი ერთგვერდიანი ლენდინგის ფასი 500 ₾-ია, წინასწარ განსაზღვრული მოცულობით. სხვა საიტების, ონლაინ მაღაზიებისა და CRM სისტემების ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება — დიზაინის, ფუნქციების, ენებისა და ინტეგრაციების მიხედვით.

მხოლოდ WordPress-ზე მუშაობთ?

არა. WordPress-ზე 500-ზე მეტი პროექტის გამოცდილებასთან ერთად ვქმნით საიტებს React-ით, Next.js-ით, TypeScript-ით, JavaScript-ით, Node.js-ით და PHP-ით, ხოლო მონაცემთა ბაზებისთვის ვიყენებთ PostgreSQL-ს. ვირჩევთ როგორც CMS-ზე დაფუძნებულ, ისე ინდივიდუალურ პროგრამულ გადაწყვეტას.

აკეთებთ უნიკალურ დიზაინსა და რთულ სისტემებს?

დიახ. ვქმნით ინდივიდუალურ UI/UX დიზაინს, ონლაინ მაღაზიებს, მომხმარებლის კაბინეტებს, ადმინისტრირების პანელებს, შეკვეთებისა და მარაგების მართვას, CRM სისტემებსა და API ინტეგრაციებს. დიზაინი და ფუნქციები პროექტის ფარგლებში წინასწარ თანხმდება.

რას მოიცავს საიტის დამზადების გარანტია?

გარანტია ეხება შეთანხმებული ფუნქციონალის გამართულ მუშაობას. საგარანტიო ვადა, შეცდომების გამოსწორების პირობები და გამონაკლისები ხელშეკრულებაში ფიქსირდება. ჩაბარებიდან 30 დღე ტექნიკური მხარდაჭერა უფასოა. ახალი ფუნქციების დამატება ცალკე სამუშაოა.

შედის SEO და მობილურზე ადაპტაცია?

ვგეგმავთ მობილურზე მორგებულ გვერდებს, სათაურებსა და მეტააღწერებს, ინდექსაციის პარამეტრებს, sitemap-სა და შესაბამის სტრუქტურირებულ მონაცემებს. მიმდინარე SEO კამპანია ცალკე სერვისია. Google-სა და AI პასუხებში კონკრეტული პოზიციის გარანტიას არ ვიძლევით.
WhatsApp