ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში 2024 წლის ტრენდებს თუ გადავ ...
პროფესიონალური ბიზნეს ფოტო/ ვიდეო გადაღება საუკეთესო გზაა ინფორმაციისა და სიახლეების მომხმარებლისთვის გაზიარებისტვის, სანდოობის მოსაპოვებლად და ეფექტური პირველადი შთაბეჭდილების შესაქმნელად. ხარისხიანი კონტენტის გამოყენებით სოციალურ ქსელებში და ვებ საიტზე განთავებით გაზრდით ცნობადობას და შეძლებთ სამომავლო მიზნების განხორციელებას.
პროფესიონალურ ფოტო/ვიდეო კამერას, დრონს, მიკროფონით უზრუნველყოფას
ფოტო/ ვიდეო გადაღების ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად გადაღების სირთულისა და ადგილმდებარეობის მიხედვით
სერვისში შედის ფოტო/ ვიდეო გადაღება, კადრების დამუშავება და რგოლის აწყობა, რილსის შექმნა, ფოტოების დამუშავება.
დამოკიდებულია გადაღებული მასალების რაოდენობასა და დამუშავების სირთულეზე. საშუალო ვადებია: 3 დღიდან 10 დღემდე
ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში 2024 წლის ტრენდებს თუ გადავ ...
პრეზენტაციის გაკეთება ბიზნესის სამყაროში ეფექტური კომუნი ...
ლოგოს შექმნა ლოგოს შექმნა არის შემოქმედებითი პროცესი, რ ...
ბიზნეს ფოტო / ვიდეო გადაღება პროფესიონალური ბიზნეს ფოტო ...
გრაფიკული დიზაინი კარგი დიზაინი კარგი ბიზნესია-თომას ჯ.უოტს ...
SEO ოპტიმიზაცია გამოიყენეთ SEO-ს პოტენციალი, რათა ბიზნე ...
SEO სპეციალისტის მნიშვნელობა Consulting ...
ციფრული მარკეტინგი ტექნოლოგიების საუკუნეში ბრენდის შენე ...
საიტის დამზადება ჩვენ საიტის დამზადებას მაქსიმალურად მოკლე ...
7 რამ, რაც ყველა კარგმა ქოფირაითერმა უნდა ...
სოციალური მედიასოციალური მედია ციფრული ეპოქის უზარმაზარ ...
ბიზნეს ფოტოგრაფია გამოიყენება პროდუქტის ან მომსახურების გასაყიდად, მისი პოპულარიზაციისთვის, მხარდასაჭერად, რათა ბიზნესს მეტი ფულის გამომუშავებაში დაეხმაროს.
ბიზნესის მფლობელების უმეტესობამ იცის საფუძვლები თუ რისი გაკეთება შეუძლია ფოტოგრაფიას, თუმცა იმის გაგებას, თუ როგორ უნდა მიუდგეთ ფოტოგრაფიას, როგორც თქვენი მთლიანი მარკეტინგული თამაშის გეგმის ნაწილს, მოითხოვს გამოცდილი, პროფესიონალი ფოტოგრაფების დახმარებას.
არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის ფოტოგრაფია და როგორ შეუძლიათ მათ გავლენა მოახდინონ თქვენს ბიზნესზე, ნამდვილად გასაოცარია.
პორტრეტ ფოტოგრაფია - ბიზნესმენების უმეტესობა, ხშირად ვერ აფასებს ეფექტური, სწორად შერჩეული პორტრეტის ფოტოგრაფიის მნიშვნელობას. თქვენი და თქვენი პერსონალის პორტრეტები ყველაზე ეფექტურია, როდესაც ისინი ნათლად ასახავენ პიროვნებასა და სამუშაო გარემოს.
პროდუქტის ფოტოგრაფია - თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი პროდუქტისთვის შესაბამისი სტილის არჩევა პირდაპირ კავშირშია როგორც მომხმარებლის, ასევე პროდუქტის არსის გაგებასთან.
ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია - ეფექტური ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია, მოხსენიებული, როგორც სიტუაციური ფოტოგრაფია, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა თქვენი ბრენდის იდენტობის დასადგენად. ამ ტიპის ფოტოგრაფია უფრო მეტად ეხება სცენის წარმოდგენას, რომელიც ემოციებს აღძრავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ იყენებთ ცხოვრების სტილის ფოტოგრაფიას პროდუქტის გასაყიდად, კადრი ნაკლებად ეხება პროდუქტს, ხოლო მეტად ეხება აქ მყოფ ადამიანებს და იმას, თუ რა ხდება გარშემო.
საკვების ფოტოგრაფია - მიუხედავად იმისა, რომ საკვების ფოტოგრაფიას ბევრი საერთო აქვს პროდუქტის ფოტოგრაფიასთან, არის ერთი მთავარი განსხვავება - საკვები უნდა გამოიყურებოდეს გემრიელად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი იქნება ფოტო, თუ ეს უკანასკნელი არ იქნება გათვალისწინებული.
ღონისძიების ფოტოგრაფია - მაღალი ხარისხის ღონისძიების ფოტოგრაფიის გადაღება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის, რადგან ამ დროს, მისი კონტროლის ქვეშ მხოლოდ კამერაა.
ტრენინგისა და სემინარის ფოტოგრაფია - თქვენი ტრენინგებისა თუ სემინარების ფოტოებზე აღბეჭდვა შესანიშნავი გზაა მისცეთ ახალ კლიენტებს ინფორმაცია, თუ რამდენად კარგი ხართ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ.
არქიტექტურული ფოტოგრაფია - იდეალური არქიტექტურული ფოტოგრაფია მოდის არქტექტურის სიყვარულიდან; იმის დანახვის უნარიდან, თუ რა ხდის სტრუქტურას მშვენიერს და როგორ უნდა გადაიღო სწორი ფოტო.
ვიდეოგრაფია არის ვიდეო ფილმების გადაღების ხელოვნება, მოძრავუ კადრების გადაღების პროცესი ელექტრონულ მედიაზე ( მაგ: ვიდეო ფირზე, დისკზე... ) და სტრიმინგ მედიაზეც კი. ტერმინი მოიცავს ვიდეოწარმოების მეთოდებს. ვიდეოები ხელს უწყობს ბიზნესის სახეს ან ხმას და უზრუნველყოფს მაღალ SEO მნიშვნელობას.
ვიზუალური მედიის გამოყენება თქვენი ისტორიის სათქმელად წარმოუდგენლად ძლიერია.
ვიდეოგრაფები იღებენ კერძო ცერემონიებს, სპეციალურ ღონისძიებებს. ისინი ასევე მუშაობენ კომპანიებთან და შეუძლიათ გადაიღონ შემეცნებითი ან დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა თემაზე. ვიდეოგრაფების უმეტესობა, თავად ამუშავებს საკუთარ შემოქმედებას.
კორპორატიულ ვიდეოგრაფიას შეუძლია შიდა ან გარე კორპორატიული შეტყობინების გაზიარება. განსხვავდება ტრადიციული ვიდეო რეკლამებისგან, რადგან მიმართულია კონკრეტულ აუდიტორიაზე და არა ფართო საზოგადოებაზე.
მნიშვნელოვანია მიუდგეთ მას ორგანიზებული მოქმედების გეგმითა და სწორი გუნდით, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ნულიდან იწყებთ, მომგებიანია ისეთი ჯგუფის პოვნა, რომელსაც შეუძლია გაიგოს თქვენი ხედვა და შექმნას თქვენთვის სასურველი კორპორატიული ვიდეო პროდუქტი.
ეს კონკრეტული მოიცავს შემდეგ პროექტებს :
ტრენინგის ვიდეოები - გამოიყენება თანამშრომლებისთვის იმის ასახსნელად, თუ როგორ უნდა შეასრულონ სამუშაო მოვალეობები.
საჩვენებელი ვიდეოები - ხაზს უსვამს მიმდინარე მომხმარებლის წარმატებას თქვენი პროდუქტით.
ბრენდის ვიდეოები - კომპანიის მისიისა და ღირებულებების გაზიარება.
ამხსნელი ვიდეოები - აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის პროდუქტი.
ღონისძიების ვიდეოები - სავაჭრო შოუს ან კორპორატიული ღონისძიების შეჯამება.
ახალი პროდუქტის ვიდეოები - ახალი პროდუქტის წარმოჩენა ბიზნეს ბაზარზე.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ შექმნათ ვიდეო თქვენი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისთვის, ალბათ იცით, რომ ვიდეო მშვენიერი ინსტრუმენტია თქვენი აუდიტორიის შემდგომი ჩართვის, ცნობიერების ასამაღლებლად, ისტორიის მოყოლისთვის, გასართობად და სხვ.
‘’ვიდეოს’’ გაგონებაზე, ბევრი ადამიანი პირდაპირ ‘’ვიდეოგრაფიაზე’’ მიდის. განვიხილოთ, რას აკეთებს თითოეული მათგანი:
ვიდეოგრაფი - მართავს კამერას და იღებს კადრებს. ის ცალკეულ როლს თამაშობს მთელი ვიდეოს წარმოების პროცესში. დამოუკიდებლად იღებენ განმეორებით კადრებს, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს.
ვიდეო მწარმოებელი კომპანია/სააგენტო - აწარმოებს ვიდეოს და მართავს წარმოების ყველა ეტაპზე. ეს არის კრეატიული პროფესიონალების გუნდი, რომელიც გთავაზობთ ყველა სერვისს, რაც პროფესიონალური ვიდეოს დასამზადებლად თავიდან ბოლომდე.
ძირითადი სერვისებია : ვიდეო იდეების შემუშავვება, სკრიპტირება, სცენარის დამუშავება, ბიუჯეტირება, კასტინგი, დაქირავება, მდებარეობის შერჩევა, რეჟისორი, კინემატოგრაფია, პროდუქციის დიზაინი, ვიზაჟისტი, ხმის დიზაინი, მოძრაობის ეფექტები და საბოლოო მიწოდება.
რა საკვირველია, შესაძლოა, თქვენს ბიზნესს არ დასჭირდეს ყველა ეს სერვისი, თუმცა პროფესიონალი გუნდი აუცილებლად მოერგება თქვენს ნებისმიერ საჭიროებას.
წარმოების ხარისხი მაქსიმალურად ამაღლდება მწარმოებელ კომპანიასთან მუშაობით, რადგან ვიდეოს ყველა დეტალი შეუფერხებლად დამუშავდება თქვენთვის თავიდან ბოლომდე.
ბრენდის დოკუმენტური ფილმი - ბრენდის დოკუმენტური ფილმები ხელს უწყობს ბიზნესისთვის სრულყოფილი ნარატივის შექმნას. ვიდეო დაგეხმარებათ ხედვის თარგმნაში. ასეთი ვიდეოები ყურადღებით აფიქსირებს თქვენი ბრენდის ამბავს.
ბრენდის ცნობადობის ვიდეოები - ბრენდის ცნობადობის ვიდეოები დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტისა და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში.
ღონისძიების ვიდეოგრაფია - ღონისძიების ვიდეოგრაფია ასახავს ყველა განსაუთრებულ სოციალურ მოვლენას, როგორებიცაა : დაჯილდოების წვეულება, გაშვების ცერემონია, პრესრელიზები და სხვ.
პროდუქტის ვიდეოები - პროდუქტის ვიდეო არის განმარტებითი სახის, რომელიც ეფექტურად აჩვენებს მის სარგებელს.
ქორწილის ვიდეოგრაფია - ვიდეოს საშუალებით ამ დღეს არსებული ყველა კადრი სამახსოვროდ დაგრჩებათ სამუდამოდ.
დრონით ვიდეოგრაფია - იდელურია სხვადასხვა ხედვისა და ვიზუალური ინტერესის ელემენტის დასამატებლად საჰაერო კადრების საშუალებით.
სარეკლამო ვიდეოები - სარეკლამო ვიდეოები ეფექტური ინსტრუმენტია მარკეტინგში, რომელიც უმოკლეს დროში აწვდის ინფორმაციას.
ანიმაციური ვიდეოები - სამაგალითო ანიმაციური ვიდეოები, იქნება ეს 2D თუ 3D, ეხმარება შექმნას მოძრაობის საინტერესო სიმულაცია ანიმაციების საშუალებით, რომელიც მოიცავს მოძრაობის გრაფიკას. ანიმაციური ვიდეოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიზნესის ახსნა-განმარტების, სასწავლო , პროდუქტის ვიდეოებისთვის.
ინტერვიუები - ინტერვიუს ვიდეოები უნდა იყოს საფუძვლიანი და ყოვლისმომცემი.
პროფესიონალურ ფოტო/ვიდეო კამერას.
ლოკაციაზე მისვლას და გადაღებას.
დრონით გადაღებას.
მიკროფონით უზრუნველყოფას.
დამუშავებული მასალის მოწოდებას საშუალოდ 5-დან 14 დღემდე. (დამოკიდებულია რაოდენობასა და დამუშავების სირთულეზე.)
მომხმარებელთა მომსახურება - კომპეტენტური, პროფესიონალი გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავება. თქვენი ბიზნესისთვის თითოეული ჩანაფიქრის რეალობად ქცევა.
მოხერხებულობა - მარტივი და სრულყოფილი მომსახურება.
რეპუტაცია - მომხმარებლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს ახალი პროექტების მოპოვებაში.
ხედვა და ძირითადი ღირებულებები - გარდა პროფესიული მხარისა, უმნიშვნელოვანესია ერმანეთის პიროვნული გაგება.
ადეკვატური ანაზღაურება - ხშირ შემთხვევაში, ხალხს ეშლება ‘’კარგი ფასი’’ – ‘’დაბალ ფასში’’. ფასი ყოველთვის შესაბამისია მოწოდებული პროექტის ხარისხის.