დღეს, როცა ონლაინ სივრცეში კონკურენცია სულ უფრო იზრდება, სა ...
იმისათვის რომ, შევძლოთ ინტერნეტ სივრცეში წარმატებული ბიზნესის შექმნა, ან სულაც რაიმე სახის პირადი პროექტის დაწყება და გამართვა გვსურს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი/ნაბიჯია საიტის აწყობა. 21 საუკუნეში, ტექნოლოგიურმა პროგრესმა მიგვიყვანა იქამდე , რომ ეს პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს. თუმცა ხარისხიანი საიტისა და მარტივი ფუნქციონალის შექმნა მაინც მოითხოვს პროფესიონალიზმსა და ცოდნას.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გამართული საიტის დამზადება რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება და მოდით, განვიხილოთ ეს ეტაპები:
პირველ რიგში მნიშნელოვანია მიზნის განსაზღვრა, რისთვის გვჭირდება საიტის დამზადება, რა დანიშნულება ექნება მას. მაგალითად შეიძლება საიტი საჭირო გახდეს ონლაინ მაღაზიის გასაკეთებლად და პროდუქციის ინტერნეტ სივრცეში გასაყიდად, შესაძლოა ეს იყოს ბლოგი ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის გასავრცელებლად, კომპანიის პრეზენტაციული საიტი ან სხვადასხვა სერვისების მისაწოდებელი პლატფორმა. ამ ყველაფრის გააზრება დაგვეხმარება სწორად იქნეს განსაზღვრული თუ რა ტიპის საიტი უნდა აიწყოს, როგორი დიზაინი უნდა ჰქონდეს მას და რა ფუნქციონალი.
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ რა არის დომენი: ეს არის თქვენი საიტის ონლაინ მისამართი მაგალითად ge, ხოლო ჰოსტინგი არის ის, რაც უზრუნველყოფს საიტის დამზადების შემდგომ მის ფუნქციონირებას. დომენის არჩევის დროსაც კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ შემდეგს – დომენი იყოს მაქსიმალურად მარტივად დასამახსოვრებელი, შეძლებისდაგვარად მოკლე და ზუსტი და აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბრენდს. რაც შეეხება ჰოსტინგს, მისი სერვისების არჩევისას ეცადეთ გაითვალისწინოთ, რომ ის იყოს მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხო.
საიტის დამზადებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი დიზაინი, რომელიც სასიამოვნო და ვიზუალურად საინტერესო იქნება, თუმცა მხოლოდ ეს არაფერს საკმარისი, აუცილებლად უნდა იყოს ფუნქციური და მომხმარებლებისათვის მარტივად მოსახერხებელი. UX-UI დიზაინერი არის საჭირო ყოველივე ამისათვის.
საიტზე მარტივი ნავიგაცია, მოსახერხებელი მენიუ და მობილურ მოწყობილობებზე ადაპტირების უნარი (Mobile Friendly) ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გარეშე სამწუხაროდ საიტი ვერ გამოჩნდება Google-ის ძიების შედეგების საწყის პოზიციებზე (SEO), ვერ მოიპოვებს პოტენციური მომხმარებლების ნდობას და შესაბამისად ვერ შეძლებს იმ მიზნის შესრულებას, რის გამოც ის შეიქმნა.
მიზნისა და ჩვენი ბიუჯეტის მიხედვით, შეგვიძლია შევარჩიოთ ონლაინ პლატფორმები. მაგალითად ონლაინ მაღაზიის შექმნისათვის უმჯობესია Shopify-ის გამოყენება , ხოლო მარტივი და მრავალფუნქციური საიტების შესაქმნელად WordPress უკონკურენტოა .
საიტის დამზადების შემდგომ იგი საჭიროებს მუდმივად განახლებადსა და ხარისხიან კონტენტს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: ტექსტებს, ბლოგებს, სურათებს, ვიდეოებს, სეო ოპტიმიზაციას (https://moz.com), რათა იგი საძიებო სისტემაში მაქსიმალურად მარტივად პოვნადი იყოს. დაიმსახუროს მომხმარებლების ნდობა და დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.
როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს გავაკეთებთ ჩვენი სურვილებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, და საიტი უკვე მზად იქნება გაშვებისათვის, აუცილებელია მანამდე მისი ტესტირება მოვახდინოთ. უნდა შევამოწმოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია: როგორ მუშაობს ფუნქციონალი, ბმულები, როგორია საიტის სიჩქარე და აკმაყოფილებს თუ არა ის ჩვენს სურვილებს, რამდენად მობაილ მეგობრულია და ასე შემდეგ.
საიტის დამზადება საკმარისი არ არის, შემდგომ აუცილებელია რეგულარულად ხდებოდეს მასზე არსებული კონტენტისა და ზოგადად საიტის განახლებები. ამის გარეშე მას ნაკლებად ექნება Google-ის საძიებო სისტემის მხარდაჭერა და შესაბამისად დაკარგავთ მომხმარებლების მხრიდან სანდოობას.
ვებ გვერდის შექმნისას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეცდომების დაშვება. ყველაზე ხშირი და გავრცელებული შეცდომები შესაძლოა სხვადასხვა ეტაპზე დავუშვათ. განვიხილოთ ლაფსუსები, რომლებიც ყველაზე ხშირად იჩენს ხოლმე თავს:
თუ შევეცდებით ზემოთ აღნიშნული ყველაზე ხშირად დაშვებადი შეცდომების არიდებას, შედეგად შეიქმნება ძალიან ეფექტური და მომხმარებლებზე ორიენტირებული, მათზე მორგებული წარმატებული ვებ გვერდი.
საბოლოოდ, უნდა აღნიშნოს, რომ საიტის დამზადება მრავალეტაპიანი პროცესია და მოითხოვს ზუსტად ვიცოდეთ თუ რა ტიპის საიტი გვსურს და რას უნდა პასუხობდეს იგი, ან რა მიზნით გვჭირდება ის. ამ ყველაფრის შემდგომ კი, უნდა ვიპოვოთ პროფესიონალთა გუნდი (Infinity Solutions), რომელიც პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მოეკიდება არსებულ გამოწვევებს და შეძლებს მაქსიმალურად ჩვენს სურვილებზე მორგებული და ჩვენთვის მისაღები რეზულტატი შემოგვთავაზოს.
SEO სააგენტო Infinity გთავაზობთ სრულ მარკეტინგულ მომსახურებას