INFINITY

ლოგოს შექმნა

ბრენდბუქისა და ლოგოს შექმნა

დაგვიკავშირდით

598 14 95 96

ლოგო თქვენი ბრენდის სახეა. ის პირველი რამაა, რასაც მომხმარებელი ხედავს და ასოციაციას ქმნის თქვენს კომპანიასთან. კარგად შემუშავებული ლოგო ზრდის ცნობადობას, გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და აყალიბებს ნდობას.

პროექტები

    ლოგოს შექმნის პროცესი

    პროფესიონალი დიზაინერები ლოგოს შესაქმნელად რამდენიმე ეტაპს გადიან:

    ლოგოს ძირითადი პრინციპები

    საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს რომ ეფექტური ლოგო უნდა იყოს:

    მარტივი

    ადვილად აღქმადი და ცნობადი. რთული დიზაინი ძნელად დასამახსოვრებელია. (მაგალითები: Nike, Apple, McDonald's).

    მორგებადი

    კარგად უნდა გამოიყურებოდეს ნებისმიერ ზომასა და ზედაპირზე – ვებგვერდზე, სავიზიტო ბარათზე, ბილბორდსა თუ აპლიკაციის პატარა ხატულაზე.

    დამახსოვრებადი

    უნიკალური და ორიგინალური, რათა ადვილად გამოირჩეოდეს სხვებისგან.

    იდეის მატარებელი

    არ უნდა იყოს დამოკიდებული მოკლევადიან ტრენდებზე. კარგი ლოგო აქტუალურია ათწლეულების განმავლობაში.

    საიტის აწყობის პროცესი - სტრატეგიიდან საბოლოო გაშვებამდე.

    ლოგოს შექმნის ფასები საქართველოში

    საქართველოში ლოგოს შექმნის ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემსრულებლის  გამოცდილებისა და პროექტის სირთულის მიხედვით

    ვადები და პროცესის ნაბიჯები

    • ვადები: საშუალოდ ~2 კვირიდან – 4 კვირამდე. იგზავნება 2 საცდელი ვარიანტი, შემდეგ კი დახვეწა და საბოლოო ვიზუალის დადასტურება.

    ხშირად დასმული კითხვები

    კონკრეტულად რას ნიშნავს „ბრენდბუქი“ და რატომ მჭირდება ის?

    ბრენდბუქი არის თქვენი ბრენდის ვიზუალური „კონსტიტუცია“ – დეტალური დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ლოგო, ფერები, შრიფტები და სხვა გრაფიკული ელემენტები სწორად და თანმიმდევრულად. ის აუცილებელია, თუ გსურთ, რომ თქვენი ბრენდი ყველა პლატფორმაზე (ვებგვერდი, სოციალური მედია, სარეკლამო მასალები) პროფესიონალურად და ერთიანი სტილით გამოიყურებოდეს. ის ასევე შეუცვლელია მომავალში სხვა დიზაინერებთან ან მარკეტინგის გუნდთან მუშაობისას.

    ჩვენი სტანდარტული სამუშაო პროცესი დაახლოებით 2 კვირას მოიცავს. პირველ კვირაში წარმოგიდგენთ კონცეფციებს, მეორე კვირაში კი ვმუშაობთ დახვეწაზე. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან უკუკავშირის მიღება დაგვიანდება. რაც უფრო სწრაფად და დეტალურად მოგვაწვდით კომენტარებს, მით უფრო ზუსტად დავიცავთ ვადებს.

    დიახ, თქვენ მიიღებთ ლოგოს ყველა საჭირო ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას როგორც ციფრულ სივრცეში (ვებგვერდი, სოციალური მედია), ისე ნებისმიერ საბეჭდ მასალაზე (სავიზიტო ბარათი, ბანერი, ტანსაცმელი). საბოლოო პაკეტი აუცილებლად მოიცავს ვექტორულ (სამუშაო) ფაილებს (AI, SVG, EPS), რომლებიც ხარისხის დაკარგვის გარეშე დიდდება და პატარავდება.

    ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ლოგოს შექმნას ვიწყებთ თქვენი ბრენდის სიღრმისეული შესწავლით (ფასეულობები, კონკურენტები, აუდიტორია). შესაბამისად, პირველი ორი ვარიანტი უკვე სტრატეგიულად გამართული და თქვენს ბიზნესზე მორგებული იქნება. თუმცა, პროცესის მეორე კვირა მთლიანად ეთმობა დახვეწას. თქვენ ირჩევთ ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც უფრო ახლოსაა თქვენს ხედვასთან, და ჩვენ მასზე ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ თქვენს ყველა კომენტარს და ვცვლით დეტალებს საბოლოო, იდეალური შედეგის მიღებამდე.

    კომპანია უკვე11 წელია ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. შესრულებული გვაქვს 500 ზე მეტი პროექტი სერვისის თითოეულ მიმარტულებაში.

    მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ჯგუფი რეკომენდაციას გაგიწევთ სხვადასხვა პლატფორმებზე, რომელიც თქვენს ინტერესს დააკმაყოფილებს