fbpx

SEO აუდიტი - გზა თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციისკენ

მოგეხსენებათ, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის ძალიან მინიშვნელოვანი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის, ის უზრუნველყოფს თქვენს ხილვადობას გუგლის ძიების შედეგებში და შესაბამისად მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვას თქვენს გვერდზე.

SEO აუდიტი
სარჩევი

სწორედ მისი მეშვეობით იზრდება ნდობა თქვენი ბიზნესის მიმართ ხალხის მხირდან. რადგან ხალხი უფრო სანდოდ და საიმედოდოდ აღიქვამს პირველ გვერდზე გამოჩენილ ბრენდებს. ის არ საჭიროებს მუდმივი ბიუჯეტის ხარჯვასა რეკლამებისაგან განსხვავებით. SEO ოპტიმიზაციაა ხდება მომხმარებლების გამოცდილების ხარჯზე რაც ნიშნავს იმას, რომ საიტი უნდა იყოს მარტივად გამოყენებადი და მარტივად ჩატვირთვადი.თუკი ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე პროცესი პრობლემატურია, ამის გამოვლენა მარტივად არის შესაძლებელი SEO აუდიტით.  

2025 წლის თანამედროვე მომხმარებლებისათვის ძალიან მინშვნელოვანია დრო და ის, რომ მაქსიმლაურად სწრაფად და შეუფერხებლად შეძლონ ამა თუ იმ გვერდის გამოყენება, შესაბამისად რაც უფრო გამართული იქნება ჩვენი გვერდი მეტად შევძლებთ მათი კმაყოფილების ხარისხის გაზრდას.

SEO აუდიტი არის ერთ-ერთი და უმნიშნელოვანესი პროცესი, რომელიც დაეხმარება თქვენს ბიზნესს საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილების დაკავებაში. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ არსებული პრობლემები, აღმოფხვრათ ისინი მაქსიმალურად სწრაფად და გააუმჯობესოთ-გაზარდოთ თქვენი საიტის ტრაფიკი.

რა არის SEO აუდიტი?

ეს არის ვებ გვერდის სრული ანალიზი, რომლის მიზანიც არის აღმოაჩინოს ტექნიკური პრობლემები (არსებობის შემთხვევაში), შეაფასოს მასზე არსებული კონტენტის ხარისხი, გადაამოწმოს ბექლინკები, რომლებიც გამოყენებულია საიტზე, გადაამოწმოს საძიებო ტრაფიკი. და რა თქმა უნდა გადახედოს და გააანალიზოს კონკურების პოზიციები. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ დეტალური ანგარიში თქვენი ვებ გვერდის ოპტიმიზაციის შესახებ და მოიფიქროთ ესა თუ ის სტრატეგია მის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

რა დრო სჭირდება SEO-ს შედეგების გამოვლენას?

ზოგადად, SEO აუდიტის ჩატარების შემდეგ, სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის შემდგომ ამ ყველაფრის შედეგების დანახვას და რეალური რეზულტატის  გამოვლენას დრო სჭირდება.  ეს პროცესები სხვადასხვა ფაქტორზე არის დამოკიდებული, მაგალითად საკვანძო სიტყვების კონკურენტუნარიანობაზე, ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობაზე, არსებული ბექლინკების ხარისხზე, ასევე  კონტენტის ხარისხსა და მის რეგულარულად განახლებაზე.

საშუალოდ ამ ყველაფრის შემოწმებას და გადასინჯვას გუგლის მიერ სჭირდება ხოლმე 3 თვემდე, თუმცა მცირედი პროგრესი შესაძლოა ხილვადი რამოდენიმე დღეშიც გახდეს. ხოლო ამის შემდგომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველაფერის გადამოწმება და თვალყურის დევნება ხდებოდეს რეგულარულად, სხვაგვარად ვერ შევინარჩუნებთ პროგრესს.

SEO აუდიტი რამოდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. ტექნიკური SEO აუდიტი, რომელიც ამოწმებს საიტის სისწრაფეს, მის მობილურ ოპტიმიზაციას (Mobile Friendly), საიტის რუქის სწორად მუშაობას;
  2. ონ-პეიჯ აუდიტი, ამოწმებს სათაურებს და აღწერებს, URL-ს სტრუქტურას, შიგთავსის ოპტიმიზაციას, იმას რომ ყველა ფოტოსურათ ჰქონდეს ალტერნატიული ტექსტი.
  3. ბექლინკების ანალიზი, რომელიც ამოწმებს მათ ხარისხსა და რაოდენობას. უმჯობესია თუ დაბალი ხარისხის ბექლინკები იქნებიან საერთოდ ამოღებული (https://ahrefs.com/blog/high-quality-backlinks/) .
  4. კონტენტის აუდიტი, ამოწმებს საკვანძო სიტყვვების გამოყენებას და ზოგადად შინაარსის ავთენტურობას; (https://neilpatel.com/what-is-seo/#content)
  5. საიტის ტრაფიკის ანალიზი, რითაც მოწმდება თუ რომელი გვერდები არის ყველაზე ნახვადი;
  6. კონკურენტული ანალიზი, რომელიც მოიცავს კონკურენტების SEO სტრატეგიების შესწავლას და საიტების გაანალიზებას. ასევე მათი მექლინკებისა და კონტენტის შედარებას თქვენს საიტთან.(https://www.semrush.com/blog/competitive-analysis/)

SEO აუდიტის ზოგადი უპირატესობები

აუდიტის უპირატესობებია ის, რომ მისი მეშვეობით შეგვიძლია სწრაფად აღმოვაჩინოთ ჩვენს ვებ გვერდზე არსებული პრობლემები, და შემდგომ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად შევეცადოთ მათ გამოსწორებას/აღმოფხვრას. ოპტიმიზაციის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდება, რომ გაიზრდება ჩვენი საიტის ორგანული ტრაფიკი და ის ხილვადი იქნება გუგლისთვის, გამოჩნდება საძებო სისტემებში მოწინავე ადგილებზე. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კარგად შესრულებული აუდიტი გახდება გარანტი იმისა, რომ თქვენი საიტი წარმატებული იქნება დიდ ხნიან პერსპექტივაში და არა მხოლოდ რამოდენიმე კვირით.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ SEO აუდიტი აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით თუკი ეს ბიზნესი ონლაინ ოპერირებს და მიზნად ისახავს ინტერნეტში წარმატების მიღწევას. ამ პროცესის შედეგად თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ პრობლემების აღმოჩენას, არამედ პროცესის განმავლობაში ნათლად ჩნდება ამ პრობლემების მოგვარების ეფექტური და სწრაფი გზები. ხოლო თუკი აუდიტს რეგულარული მიმდინარეობა ექნება და რაღაც პერიოდში ერთხელ შეასრულებს თქვენი კომპანიის ან გარე დაქირავებული კომპანიის წარმომადგებელი ეს ყველაფერი აუცილებლად გახდება თქვები ვებ გვერდის გრძლევადიანი წარმატების გარანტი.

უფასო კონსულტაციისათვის დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო
ბლოგი
ბიზნეს სიახლეები
Shopping Basket