fbpx

TikTok-ის მფლობელი კომპანია AI-ის განვითარებაში $12 მილიარდს ჩადებს

კომპანია ByteDance, რომელიც სოციალურ ქსელ Tiktok-ს ფლობს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 12 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

ByteDance-ის მიერ შექმნილი AI სოციალურ ქსელზე იქნება მორგებული და მისი სიმძლავრე TikTok-ის და სხვა აპლიკაციების განვითარებას მოხმარდება.

ამის პარალელურად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ის შეძენა Microsoft-ს სურს.

ტრამპის თქმით, TikTok-ის შეძენისათვის ერთგვარი აუქციონი შედგება, სადაც ის გაიმარჯვებს, ვინც აპლიკაციაში ყველაზე მეტს გადაიხდის.

TikTok-ის შეძენით ასევე დაინტერესებულები არიან: ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, Mr. Beast, კევინ ო’ლირი და კომპანია Oracle.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket