fbpx

TAV Georgia ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს

TAV Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, რომ გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს.

პროექტში კომპანიამ 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში საიმიგრაციო ზონა გაფართოვდა და საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე გაიზარდა. სასაზღვრო ჯიხურებამდე მისასვლელი სივრცე კი გაფართოვდა 640-დან 925 მ2-მდე. ხოლო გამგზავრების ტერმინალში საემიგრაციო ზონა 180-დან 530 მ2-მდე და საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე გაიზარდა.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket