fbpx

Chizzzy წელს ინდუსტრიული ხაჭაპურის წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობას გეგმავს

კომპანია Chizzzy -ის დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, რომ წელს ინდუსტრიული ხაჭაპურის წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობას გეგმავს.

Chizzzy გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს აჭარულ ხაჭაპურს, ხაჭაპურს მეგრული აჯიკით, რაჭული ლორით, ლობიოთი და მექსიკური ჩილი კონ კარნეთი სთავაზობს.

„გვინდა, ჩვენი ინდუსტრიული ხაჭაპურის წარმოება გვქონდეს, რისთვისაც ქარხნის აშენებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე სივრცეს ვეძებთ და ის, სავარაუდოდ, თბილისთან ახლოს იქნება. ტექნოლოგიური პროცესი გერმანელ ექსპერტებთან ერთად გვაქვს გამართული და იმედი გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებას წელს მოვახერხებთ, თუ დასრულებას არა. რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და ამიტომ, ზუსტი საინვესტიციო მოცულობები არ შეგვიძლია ვთქვათ. იქ, ჩვენ ერთ ცვლაში 30 000 ცალი ხაჭაპურის წარმოებას და დაახლოებით 20-დან – 40 ადამიანამდე დასაქმებას ვგეგმავთ.”- თქვა გიორგი ბოჭორიშვილმა.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket