“თბილღვინოს“ ყოველწლიურ პარტნიორთა კონფერენციაში, რომელიც 23 და 24 იანვარს წინანდალში იმართება, წელს ღვინის ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ.
“კონფერენციის ფარგლებში, სტუმრებისთვის დაგეგმილია სემინარები, დისკუსიები და ღვინის დეგუსტაციები, სადაც ყურადღება გამახვილდება ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე. “თბილღვინოს” ახალი-პრემიალური კოლექციის კონტექსტში, ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.”- ვკითხულობთ ბრენდის განცხადებაში.