fbpx

2025 წლის პირველ კვარტალში უძრავ ქონებაზე ფასები 5%-ით გაიზრდება

2025 წლის პირველ კვარტალში უძრავ ქონებაზე ფასები 5%-ის ფარგლებში გაიზრდება. ამის შესახებ მონოლით ჯგუფის“ დირექტორმა თორნიკე მაისურაძემ “საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„წლიურად მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდის მთავარი ფაქტორია ის, რაც სერვისი და პროდუქტი განვითარდა, ასევე რეგულაციები, რომელიც წამოგვეწია. 2025-ში ასეთია კიდევ ერთი ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება მცირე მეწარმეებს და მათზე არსებული შეღავათების გაუქმებას. ეს ცალსახად გამოიწვევს პროდუქტის გაძვირებას და პროგნოზები არ არის რთული. ხარჯები გაიზარდა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. რაც შეეხება იმას, არის თუ არა დიდი ზღვარი თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის, ამაზეც არაერთი კვლევა არსებობს და არ არის ეს ზღვარი ისეთი დიდი, განსაკუთრებით საშუალო სეგმენტში, რომ ამის კომპენსირება მოგების ხარჯზე მოხერხდეს. ამიტომ მოგვიწევს ბუნებრივი ზრდა, მე ვფიქრობ, ფასის ზრდა პირველ კვარტალში დაახლოებით 5%-იანი იქნება.”- განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket