„გადაიხადე რამდენიც გინდა“ და გამოუცხადე სოლიდარობა და მხარდაჭერა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს! – ვკითხულობთ გამომცემლობა .”პალიტრა L”-ის განცხადებაში.
აქციის ფარგლებში მომხმარებლებს მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ შეძენა მათთვის მისაწვდომ ფასად (1 ლარიდან) შეუძლიათ.
“თუ წიგნში 5 ლარზე ნაკლებს გადაიხდით, ოჯახს გადაერიცხება თანხის 10%, ხოლო 5 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა სრულად, 100 პროცენტით, მას გადაეცემა.”- წერია განცხადებაში.
კომპანიის თქმით, აქცია ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება და ერთ მომხმარებელზე მხოლოდ ერთი წიგნი გაიცემა.