ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პარალელურად „ბლუტაბლამ“ 2025 წლის გეგმები დააპაუზა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო შარაშენიძემ BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა.
ნინო შარაშენიძის თქმით, არსებული ვითარება გაყიდვებზე მნიშვნელოვნად არ ასახულა, მაგრამ უარი თქვეს დაგეგმილი საახალწლო კამპანიის განხორციელებაზე.
“გეგმები გვქონდა საწარმოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ სიტუაცია არ გაირკვევა, პროექტი შეჩერებული გვაქვს. არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ მაინც არ გავჩერებულვართ, მაგრამ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, რა გეგმებიც გვქონდა, სრულად ვერ განვახორციელებთ. წინა საახალწლოდ, ფასების კორექტირება დიდად არ მოგვიხდენია“, – აცხადებს ნინო შარაშენიძე.