ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს, 18 თებერვალს მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
“შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება.”– ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.