BDO Georgia ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია 2025 წლის იანვარში გაუქმებული სპექტაკლების ბილეთებს შეიძენს.
“იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელშიც თვეზე მეტია ვცხოვრობთ, გადავწყვიტეთ ჩვენი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვხატოთ პატარა თეატრების მიმართ. იანვარში გაუქმებული სპექტაკლების ბილეთების შეძენით, გვინდა გარკვეულწილად შევამსუბუქოთ მათ წინაშე არსებული სირთულეები და გამოწვევები.
BDO-ში გვჯერა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება გვიმარტივებს სვლას იმ გზაზე, რომელიც ჩვენია.”- ვკითხულობთ განცხადებაში.