TEMU წლის ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა

TEMU წლის ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა

2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს.

განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე არის:  TikTok, Threads და ChatGPT.

როგორც აღმოჩნდა, TEMU ერთადერთი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა სიის პირველ ათეულში.

პლატფორმა 2022 წელს შეიქმნა და მას ჩინური კომპანია PDD ფლობს, რომელიც, თავის მხრივ,  ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა.

Temu-ს 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თვეში მინიმუმ ერთ ტრანზაქციას ახორციელებენ.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket