ICR ჯგუფი ხანძრის დროს დაღუპული მეხანძრეს დაეხმარა

ICR ჯგუფი ხანძრის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს ფულად დახმარებას გადასცემს

ICR ჯგუფი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის დროს დაღუპულ მეხანძრე-მაშველის ოჯახს ფულად დახმარებას გადასცემენ.

გიორგი ლელაშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ისინი დახმარების სახით, 30 000 ლარს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე  21 დეკემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც ICR ჯგუფის რამდენიმე ობიექტი დაზარალდა.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket