საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კომპანიებთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „აიფონ ჯორჯიასთან“ და  შპს „ივერია ფრანსთან“ (მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს შპს „ივერია ფრანსის“ ყველა სარეალიზაციო მაღაზიაში;
  • უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება და ა.შ.

ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ 1 თვის ვადა –  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket