საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (GCCA) საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი დოკუმენტი მოამზადა - მარკეტინგული კომპანია / მარკეტინგული სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (GCCA) საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი დოკუმენტი მოამზადა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ მოამზადა საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი დოკუმენტი, რომლის მიზანიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.

დოკუმენტი მოიცავს შემდგომ ძირითად მითითებებს:

ერთეულის ფასის სტანდარტი: საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კილოგრამი, 1 ლიტრი, 1 მეტრი, 1 კვადრატული მეტრი და ა.შ.) ფასი.

ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი: მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული), ფასდაკლებული და აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. (რეგულაცია არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს. აგრეთვე, მედიკამენტებზე).

რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი: თუკი მოვაჭრე კონკრეტული საქონელის ან/და მომსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია ფასის მითითება.

კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი: ბარებსა და რესტორნებში – მენიუში მოცემული უნდა იყოს საკვების და სასმელის საბოლოო ფასი, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა ხარჯებს (მათ შორის მომსახურების საფასურს). მენიუს ბოლოში მითითება, რომ ფასში არ შედის „დღგ“ და მომსახურების გადასახადი – არის კანონის დარღვევა.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket