სოციალური მედიის მართვა

Content გეგმა

ვიდეო გადაღება

რეკლამირება

უფასო კონსულტაცია

მოგიმზადოთ ინდივიდუალური შეთავაზება?

დატოვე საკონტაქტო მონაცემები — ჩვენი სპეციალისტი მალე დაგიკავშირდება.

5.0 Google Reviews11+ წელი გამოცდილება500+ პროექტი5.0 Google Reviews11+ წელი გამოცდილება500+ პროექტი5.0 Google Reviews11+ წელი გამოცდილება500+ პროექტი5.0 Google Reviews11+ წელი გამოცდილება500+ პროექტი

შეფასებები

Tabatea
განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუნიკაციის სისწრაფე და პროფესიონალიზმი.
Tabatea
Coridoor
სამუშაოები შესრულდა შეთანხმებულ ვადებში, რაც პროექტის მართვის მაღალ კულტურაზე მიუთითებს.
Coridoor
ღირსეული სიბერე
აღსანიშნავია გუნდის მოქნილობა, ოპერატიული რეაგირება და თანამშრომლობის გამჭვირვალე პროცესი.
ღირსეული სიბერე
ALCO OUTLET
შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ და სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას
ALCO OUTLET
Mr. CREDIT
ორგანიზებული, დახვეწილი, გემოვნებიანი, პრაქტიკული
Mr. CREDIT
LTD Locks
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი გუნდის მიერ მუშაობითა და კომუნიკაციით
LTD Locks

პარტნიორები

ან უბრალოდ დაგვირეკე

+995 575 75 75 77

სოციალური მედიის მართვის ღირებულება ₾2000-დან იწყება და ინდივიდუალურად განისაზღვრება — თქვენი ბიზნესის საჭიროებების, პლატფორმებისა და მიზნების მიხედვით. დაგვიკავშირდით და პერსონალურ შეთავაზებას მოგიმზადებთ.

| სოციალური მედიის მართვა | ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა (SMM) ხშირად ერთმანეთში ერევათ, თუმცა სინამდვილეში, სოციალური მედიის მართვა ციფრული მარკეტინგის ერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაწილია. მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული მარკეტინგი არის დიდი სახლი, ხოლო სოციალური მედიის მართვა – ამ სახლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცოცხალი ოთახი.

ციფრული მარკეტინგის ძირითადი კომპონენტებია

ჩვენი გუნდი იყენებს გამოცდილ და დახვეწილ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საიტის აწყობა იყოს გამჭვირვალე, ეფექტური და სრულად მორგებული თქვენს მოთხოვნებზე.

  • სოციალური მედიის მარკეტინგი (SMM):

    სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და ა.შ.) გამოყენება ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის.
  • კონტენტ მარკეტინგი:

    ღირებული და საინტერესო კონტენტის (ბლოგები, სტატიები, ვიდეოები, ინფოგრაფიკები) შექმნა და გავრცელება აუდიტორიის მოსაზიდად.
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO):

    ვებგვერდის გაუმჯობესება იმისთვის, რომ Google-ის და სხვა საძიებო სისტემების ორგანულ (უფასო) შედეგებში მაღალ პოზიციებზე გამოჩნდეს.
  • იმეილ მარკეტინგი:

    პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლებთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მათთვის შეთავაზებების, სიახლეებისა და სასარგებლო ინფორმაციის გასაცნობად.
  • Pay-Per-Click (PPC) რეკლამა:

    ფასიანი რეკლამა საძიებო სისტემებში (Google Ads) და სოციალურ ქსელებში, სადაც გადახდა ხდება ყოველ დაკლიკებაზე.
  • ვებ ანალიტიკა:

    მონაცემების შეგროვება და ანალიზი (მაგ. Google Analytics-ის გამოყენებით) მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გასაზომად.

რას მოიცავს სოციალური მედიის მართვა (SMM)?

სოციალური მედიის მართვა არის პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად სოციალურ ქსელებში ბრენდის ონლაინ პრეზენსის შექმნასა და მართვაზე. ეს არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ინტერაქტიული მიმართულება.

სტრატეგიის შემუშავება

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და იმის დაგეგმვა, თუ რა ტიპის კონტენტი და კომუნიკაცია იქნება ყველაზე ეფექტური.

კონტენტის შექმნა

საინტერესო და მიმზიდველი პოსტების, ვიდეოების (Reels) შექმნა და რეგულარულად განთავსება.

ფასიანი რეკლამის მართვა

სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია კონკრეტულ აუდიტორიაზე გასასვლელად.

აუდიტორიასთან კომუნიკაცია

კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ჩართულობის გაზრდა და ლოიალური საზოგადოების (Community) ფორმირება.

საიტის აწყობის პროცესი - სტრატეგიიდან საბოლოო გაშვებამდე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სოციალური მედიის მართვა და რაზეა დამოკიდებული ფასი?

საქართველოში სოციალური მედიის მართვის ღირებულება იწყება თვეში 2000 ლარიდან და ინდივიდუალურად განისაზღვრება. ფასი დამოკიდებულია:

  • არხების რაოდენობაზე (მაგ., მხოლოდ Facebook, თუ Facebook + Instagram + TikTok).

  • პოსტების სიხშირესა და კონტენტის სირთულეზე (მაგ., საჭიროა თუ არა ვიდეოების, Reels-ების შექმნა).

  • რეკლამის მართვის საჭიროებაზე.

მომსახურების ფასში შედის თუ არა რეკლამისთვის განკუთვნილი თანხა (Ad Spend)?

არა, როგორც წესი, არ შედის. სოციალური მედიის მენეჯერის/სააგენტოს მომსახურების საფასური არის მისი მუშაობის ანაზღაურება. თანხა, რომელსაც რეკლამაში დახარჯავთ (მაგალითად, Facebook/Instagram Ads-ში), ცალკე ბიუჯეტია, რომელსაც პირდაპირ Meta-ს უხდით პოსტების დასპონსორებისთვის.

რას მოიცავს ყველაზე საბაზისო (დაბალბიუჯეტიანი) პაკეტი?

სტანდარტულად, საბაზისო პაკეტი მოიცავს:

  • 1 სოციალური ქსელის მართვას.

  • კვირაში 2 პოსტის მომზადებასა და გამოქვეყნებას.

  • მზა შაბლონებით მარტივი ვიზუალების შექმნას.

  • კომენტარებსა და შეტყობინებებზე ნაწილობრივ რეაგირებას.

რა შედეგს უნდა ველოდო პირველი თვის ბოლოს?

პირველი თვე, როგორც წესი, სტრატეგიის დაგეგმვასა და აუდიტორიის შესწავლას ეთმობა. რეალისტური მოლოდინია გაზრდილი ცნობადობა და ჩართულობა (მეტი მოწონება, კომენტარი, გაზიარება) და არა მყისიერი გაყიდვების დრამატული ზრდა. სტაბილური შედეგები, როგორც წესი, 2-3 თვიანი თანმიმდევრული მუშაობის შემდეგ დგება.

აუცილებელია თუ არა, რომ მე მოგაწოდოთ ფოტო/ვიდეო მასალა?

ეს დამოკიდებულია პაკეტსა და შეთანხმებაზე. საბაზისო პაკეტებში ხშირად დამკვეთისგან ვითხოვთ პროდუქტის/სერვისის ფოტო მასალას, რომელსაც მენეჯერი ამუშავებს. უფრო ძვირიან პაკეტებში კი შესაძლებელია შედიოდეს პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღების სერვისიც, რაც ცალკე ფასდება ან პაკეტის ღირებულებაშია გათვალისწინებული.

რამდენი წელია რაც ბაზარზე ხართ?

კომპანია უკვე11 წელია ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. შესრულებული გვაქვს 500 ზე მეტი პროექტი სერვისის თითოეულ მიმარტულებაში.

შესაძლებელია საიტის დამზადება უფასოდ?

მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ჯგუფი რეკომენდაციას გაგიწევთ სხვადასხვა პლატფორმებზე, რომელიც თქვენს ინტერესს დააკმაყოფილებს

უფასო კონსულტაცია