fbpx

Meta-მ 2024 წელი რეკორდული მოგებით დახურა

Meta 2024 წლის ბოლო კვარტლისა და მთლიანი წლის ფინასურ რეპორტს აქვეყნებს, რის მიხედვითაც გასულ წელს Meta-მ არსებობის ისტორიაში რეკორდული მოგება მიიღო.

საერთო ჯამში, 2024 წელს კომპანიამ $164 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წმინდა მოგებამ 62 მილიარდი დოლარი შეადგინა,  რაც 59%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანია ასევე აცხადებს, 2025 წლის პირველ კვარტალში საერთო შემოსავალს  $39.5-41.8 მილიარდის ფარგლებში ელის.

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket