კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” აცხადებს, რომ შუახევის ჰესების კასკადმა გასული წლების მსგავსად, 2024 წელსაც გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს და 481 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2022 წლიდან, შუახევი ჰესი ყოველწლიურად აჭარბებს საპროექტო მაჩვენებელს.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მეგავატი სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. კომპანიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყნის გენერაციის 4-5%-ს შეადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაში.