სათბური აირების გაფრქვევის ავტორიზაციის ვალდებულება ბიზნესს 2028 წლამდე არ ექნება
ცალკეულ ბიზნეს ოპერატორებს სათბური აირების გაფრქვევის ავტორიზაციის ვალდებულება 2028 წლამდე გადაუვადდათ.
ევროკავშირის და ენერგოგაერთიანების დირექტივა ძალაში 2023 წელს უნდა შესულიყო, შემდეგ 2026 წლის 1-ელი იანვარი იყო ვადად მითითებული. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობისთვის აუცილებელი იქნება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია.
ამ დათქმით, 2028 წლის შემდეგ ავტორიზაციის გაცემა სავალდებულო იქნება შემდეგი საქმიანობებისთვის და სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზებისთვის:
- საწვავის წვა დანადგარებში („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული დანადგარების გარდა), რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია;
- მინერალური ზეთის დამუშავება;
- კოქსის წარმოება;
- ლითონური მადნის გამოწვა ან აგლომერირება, მათ შორის პელეტიზაცია;
- თუჯის ან ფოლადის წარმოება;
- შავი ლითონების (მათ შორის ფეროშენადნობების) წარმოება ან დამუშავება;
- პირველადი ალუმინის წარმოება;
- მეორადი ალუმინის წარმოება, რომლის ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია;
- ფერადი ლითონების წარმოება ან გადამუშავება, მათ შორის შენადნობის
წარმოება, გადამუშავება, სამსხმელო საამქრო და ა.შ;
- ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება;
- ინის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება;
- კერამიკული (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის, კერამიკული ნაკეთობის ან ფაიფურის) პროდუქციის წარმოება გამოწვით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება;
- მინერალური ბამბის საიზოლაციო მასალის წარმოება მინის, ქვის (ქანების) ან წიდას გამოყენებით, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე- ღამეში 20 ტონას აღემატება;
- თაბაშირის გამოშრობა ან კალციაცია, ან თაბაშირმუყაოს ფილებისა და თაბაშირის სხვა პროდუქციის წარმოება, სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია;
- მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან ცელულოზას წარმოება;
- ქაღალდის ან მუყაოს წარმოება, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით;
- ნახშირბადის შავის წარმოება;
- აზოტმჟავის წარმოება;
- ადიპინის მჟავის წარმოება;
- გლიოქსალის და გლიკოსილის მჟავის წარმოება;
- ამიაკის წარმოება;
- ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
- წყალბადის, სინთეზის გაზის წარმოება კატალიზური კრეკინგის ან ნაწილობრივი დაჟანგვის მეშვეობით, რომლის წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 25 ტონაზე მეტია;
- ნატრიუმის კარბონატის (Na2CO3) და ნატრიუმის ბიკარბონატის (NaHCO3) წარმოება;
- ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ნაკადების დაჭერა ამ კანონით გათვალისწინებული ობიექტებიდან, გეოლოგიური დასაწყობების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობისა, რომელიც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება;
- სათბურის გაზების გადაზიდვა/ტრანსპორტირება გეოლოგიური დასაწყობებისთვის განკუთვნილი მილების მეშვეობით დასაწყობების ტერიტორიაზე ნახშირბადი დიოქდის (CO2) გეოლოგიური დასაწყობება;
- საავიაციო საქმიანობები
ყველა ფრენა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომიდან აფრინდება ან დაფრინდება;