ფარმაცევტულმა კომპანიამ PSP მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციის სფეროში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ შეკვეთილი მედიკამენტები და ფარმაცევტული პროდუქტები მათთვის მოსახერხებელ დროს, 24/7 რეჟიმში.
ონლაინ შეკვეთისას PSP-ს ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი აირჩევს სასურველ ლოქერს https://psp.ge/locker. შეკვეთის დამუშავების შემდეგ, მომხმარებელი იღებს უნიკალურ კოდს SMS-ით. კოდის ნახვა ასევე შეუძლია საიტის ან აპლიკაციის „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე. ამის შემდეგ მომხმარებელი მიდის ლოკერთან, შეჰყავს მიღებული კოდი და იღებს შეკვეთილ პროდუქტს.
PSP ლოქერით სარგებლობა უფასოა.