“მთის“ და “პარი სენ-ჟერმენი” 4 წელი ერთად – ამ სლოგანით „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ოფიციალურად დაანონსა „მთის“ ბრენდისა და საფეხბურთო გრანდ „პარი-სენ-ჟერმენის“ პარტნიორობა.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური კამპანიები, აქტივობები და ექსკლუზიური პროექტები, რომლებიც გულშემატკივრებს უნიკალურ შესაძლებლობებს შესთავაზებს.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ეს პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქართული ბრენდისთვის, რათა გლობალურ ასპარეზზე წარმოაჩინოს თავისი უნიკალურობა და ხარისხი.