20 მარტს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება“ გაიმართება. ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ტენდენციები, მოისმინონ წარმატებული მეწარმეების გამოცდილება და გაეცნონ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიებს.
ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა სტარტაპებისა და ინოვაციების მხარდასაჭერად, ახალი კავშირების დასამყარებლად და ბიზნესის გასავითარებლად.