ევროკავშირმა საქართველოს ბიზნეს კლიმატის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) მოამზადა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოღვაწე ევროპული ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც განსაკუთრებით გასულ წელს გაიზარდა.
გამოკითხული ბიზნესებიდან 76.8% მთავარ გამოწვევად სწორედ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. მეორე ადგილზეა სამუშაო კადრების დეფიციტი და მათი არასაკმარისი უნარები, რომელსაც ბიზნესის კეთებისთვის მთავარ გამოწვევად გამოკითხული ბიზნესის 65.9% ასახელებს. მესამე ადგილს კი არაეფექტიანი სასამართლო სისტემა იკავებს 58%-ით.