fbpx

“ბაკურიანის” წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ IDS ბორჯომი განცხადებას ავრცელებს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, “ბაკურიანის” წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გადამოწმებულ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.”- ნათქვამია განცხადებაში.

 

სხვა სიახლეები
ბლოგი
Shopping Basket