რას ნიშნავს მოუშენ დიზაინი (Motion Design)?
მოუშენ დიზაინი არის გრაფიკული დიზაინის, ასე ვთქვათ, თანამედროვე, გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც სტატიკური ვიზუალური ელემენტების: ფოტოს, ვიდეოს, ჩანახატის, ანიმაციის სახით გაცოცხლებას და გადმოცემას გულისხმობს. ის შეიძლება მოიცავდეს როგორც ფონის და გამოსახულების მოძრაობას ასევე ტექსტის გაცოცხლებასაც. დამეთანხმებით, ეს აუდიტორიის ყურადღებას გაცილებით უკეთ იპყრობს, ვიდრე უძრავი გამოსახულება. მოუშენ დიზაინის მიზანია გახადოს ესა თუ ის ვიზუალი უფრო მიმზიდველი და, ხშირ შემთხვევაში, მარტივად გასაგები და აღქმადი. (https://www.adobe.com)
რაში გვჭირდება მოუშენ დიზაინი?
მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით, თქვენი მიზნებიდან გამომდინარე. ძირითად შემთხვევაში, მას აიგივებენ სარეკლამო ბიზნესთან, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ამ უკანასკნელს იყენებენ გართობისა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საგანმანათლებლო ინდუსტრიებშიც. როგორც აღვნიშნეთ, მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება შედარებით რთული იდეების მარტივად და გასაგებად გადმოცემა. მაგალითად, ძალიან აქტიურად იყენებენ მოუშენ დიზაინს სტარტაპ კომპანიები და მისი მეშვეობით მომხმარებლებამდე უფრო გასაგები და გამარტივებული ენით და ვიზუალით მიაქვთ ახალი პროდუქტების უნიკალური მახასიათებლები, რაც შეიძლება მომხმარებლებისთვის საწყის ეტაპზე რთული აღსაქმელი იყოს. https://www.forbes.com
რა გამოყენება აქვს მოუშენ დიზაინს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოუშენ დიზაინი შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად:
- სარეკლამო კამპანიებში – ბრენდები ქმნიან მოკლე ვიდეობსა და ანიმაციურ ბანერებს, რომელიც აუდიტორიის, პოტენციური კლიენტების, ყურადღებას შედარებით მარტივად იქცევს რის შედეგადაც, ციფრულ მარკეტინგული კამპანიები გაცილებთ უკეთეს შედეგს იძლევა ხოლმე;
- საგანმანათლებლო მასალები – გრაფიკული ანიმაციები გაცილებით უფრო სახალისოს ხდის სწავლების პროცესს დაწყებით საფეხურებზე. ხოლო უფრო მაღალ საფეხურებზე გადასვლის შემდგომ მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება რთული და კომპლექსური საკითხების გაცილებით მარტივად გადაცემა მოსწავლეებისათვის. ამის გარეშე მშრალად გადმოცემული საკითხები შედარებით ნაკლებად საინტერესო და გასაგებად რთულია;
- სოციალური მედია – ვიზუალური კონტენტი, მაგალითად ინსტაგრამის სთორები ან ტიკტოკ ვიდეოები უმეტესად სწორედ რომ მოუშენ დიზაინის პრინციპებზე არის დაფუძნებული. ამის მეშვეობით უადვილდებათ ბრენდებს მაქსიმალურად მოკლე დროში მოიზიდონ მომხმარებლები და მიიღნ მათი სანდოობა. ამას ემატება ისიც რომ მაღალი ვიზუალური ხარისხი ზრდის მომხმარებლების ჩართულობასა და სანდოობას. რაც, დამეთანხმებით, თანამედროვეობის განუყრელ ნაწილად არის ქცეული https://blog.hubspot.com ;
- კინო და ტელევიზია – სატელევიზიო და კინოინდუსტრიისათვის განუყოფელ ნაწილად იქცა მოუშენ დიზაინი. ის შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ტიტრების ასევე ვიზუალური ეფექტებისა და გადაცემების შესავალის გამზადების პროცესებში. ეს ყოველივე დიდ ზემოქმედებას აუდიტორიაზე და ზრდის ამა თუ იმ პროდუქტის ვიზუალურ მიმზიდველობასა და ყურებადობას.
რა გამოწვევების წინაშე დგას მოუშენ დიზაინი?
მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მზარდი და პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით, უნდა ითქვას, რომ ის გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას:
- ტექნოლოგიური განვითარება – სფეროს წარმომადგენლები მუდმივად უნდა იყვნენ ჩართული საოცარი სისწრაფით მიმდინარე განვითარების პროცესებში (ახალი პლატფორმები, ახალი გაჯეტები), და მუდმივად უნდა განაახლონ თავიანთი უნარები და ცოდნა. ეს ყოველივე აუცილებელია იმისათვის, რომ ისინი არ ჩამორჩნენ სიახლეებს და მათი კონკურენტუნარიანობა არ დაიკარგოს. რაც ძალიან დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული, როგორც დროის ასევე ფსიქოლოგიური კუთხით;
- მაღალი კონკურენცია – მიუხედავად იმისა რომ მოუშენ დიზაინი არის შედარებით ახალი სფერო, მასში მაინც ძალიან მაღალია კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე, რაც საკმაოდ ართულებს პოზიციების დამკვიდრებას. დამწყებთათვის აუცილებელია ეძებონ მუდმივი განვითარება და ასევე ჰქონდეთ ინდივიაუალური მიდგომები რათა შეძლონ შთამბეჭდავი კარიერის გაკეთება მსგავსი კონკურენციის პირობებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს ბაზარზე ჯერ-ჯერობით შედარებით ნაკლებია ამ სფეროს პროფესიონალთა რაოდენობა;
- შეზღუდული ბიუჯეტი – საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ხოლმე პრობლემას როდესაც კომპანიებს სურთ არსებული სერვისით სარკებლობა, მაგრამ საკმარისი ბიუჯეტი არ არის გათვლილი ამ მიმართულებისთვის. განსაკუტრებით ჩვენს ქვეყანაში ხშირია ეს პრობლემა და ამიტომ სფეროს წარმომადგენლებს ხშირად უწევთ კომპრომისებზე წასვლა. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს როგორც საბოლოო პროდუქტზე, ასევე შრომის საკადრისად დაფასების პრობლემაც ჩნდება ბაზარზე.
დასკვნა:
დასკვნის სახით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოუშენ დიზაინი არის გრაფიკული დიზაინის საფუძვლებზე წარმოქმნილი თანამედროვე მეთოდი, და იგი არის ინოვაციური და საკმაოდ მოთხოვნადი სხვადასხვა მიმართულებებისთვის. ის არის რევოლუციური სიტყვა გრაფიკაში, დიზაინში, მარკეტინგსა და ძალიან ბევრ სხვა სფეროში. მოუშენ დიზაინით შესაძლებელია გაცილებით გამარტივდეს მომხმარებლებისათვის ამა თუ იმ ვიზუალური ელემენტების აღქმა და დამახსოვრება და გაცილებით მარტივად მივაწვდინოთ ჩვენი სათქმელი ჩვენს სამიზნე აუდიტორიებს. ამ პროცესისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინიოთ სხვადასხვა ნიუანსები, მაგალითად როგორიცაა ჩვენი მოძრავი ილუსტრაციის ხანგრძლივობა და ხარისხი მისი ბუნებრივობა და ორგანულობა არის გადამწყვეტი იმ საკიტხში თუ რა შედეგზე გავალთ.
სწორად გამოყენებული მოუშენ დიზინი წარმატების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს თქვენს ბიზნეს და გაცილებით უფრო მეტად მიმზიდველს გახდის მას მომხმარებლებისათვის.