სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი გულისხმობს კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების რეალიზებას სოციალური ქსელების მეშვეობით.

სოციალური ქსელები ბიზნესებს საშუალებას აძლევს კავშირი დაამყარონ უკვე არსებულ მომხმარებელთან და მიწვდნენ ახალ მომხმარებელს.

სოციალური მედიის მარკეტინგს გააჩნია სპეციალურად შექმნილი მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები, რომელიც მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ თავიანთი ძალისხმევის წარმატებას და აწარმოონ პერიოდული რეპორტინგი.

როგორ მუშაობს სოციალური მედია მარკეტინგი (SMM)

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სოციალური მედია ელვის სისწრაფით ვითარდება და უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს იძენს. მან შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, ის თუ როგორ ვუკავშირდებით ერთმანეთს და როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც გვინდა რაიმე შევიძინოთ.

ისეთმა პოპულარულმა სოც. მედია პლატფორმებმა, როგორიცაა Facebook, Instagram, Twitter შექმნეს ბიზნესისთვის ადაპტირებული გარემო და მათ საკუთარი ინტერესების გაძლიერების საშუალება მისცეს.

იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტი ციფრულ სამყაროში კონკურენტუნარიანი და გაყიდვადი გახდეს საჭიროა:

  • სტრატეგია: ეს საწყისი ნაბიჯია და მოიცავს მიზნების განსაზღვრას, სოციალური მედიის არხების შერჩევას და კონტენტის ტიპს;
  • დაგეგმვა და გამოქვეყნება: უნდა დაგეგმოთ როგორი იქნება კონტენტი (ფოტო/ვიდეო/ტექსტი) და გაწეროთ როდის და რა სიხშირით გამოქვეყნდება იგი პლატფორმებზე;
  • მოსმენა და ჩართულობა: აუცილებელია იმაზე დაკვირვება, თუ რას ამბობენ მომხმარებლები თქვენს ბრენდსა და გამოქვეყნებულ პოსტებზე. როგორია აქტივობა და უკუკავშირი.

 

  • ანალიტიკა და რეპორტინგი: სოციალურ მედიაში იმის ცოდნა, თუ რამდენად შორს მიდის თქვენი პოსტები და ხვდება თუ იგი მიზნობრივ აუდიტორიამდე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა ვაწარმოოთ მონაცემების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
  • რეკლამა: სოციალურ მედიაში რეკლამის გაშვება შესანიშნავი გზაა ბრენდის პოპულარიზაციისა და შემდგომი განვითარებისთვის. იგი ხდება ცნობადი და იმატებს მის მიმართ ნდობა

 

თქვენ უნდა შექმნათ წებოვანი კონტენტი, რომელიც მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას და უბიძგებს მას თქვენთვის სასურველი ქმედებისკენ, მაგ:  პროდუქტის შეძენა ან კონტენტის სხვებთან გაზიარება, საკუთარ სოციალურ ქსელში.

სოციალური მედიით სარგებლობის მთავარი მიზანი მომხმარებელთან სიახლოვეა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უკუკავშირი თქვენი პროდუქტის შესახებ, გამოასწოროთ ხარვეზები და გახდეთ მათთვის უფრო მეტად სასურველი.

 

 

Comments are closed.